უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ნოემბერი, 2018 14:05
font-size

არ ვიცი, ეს ჩემი გულწრფელი ბოდიში თუ რაღაცნაირად შეანელებს ამ სამართლიან რისხვას, რომელიც მე ვიგრძენი - იური მეჩითოვი

კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა Al Jazeera-სთვის მიცემული ინტერვიუს, კერძოდ, იმ ნაწილის გამო, რომელიც 9 აპრილის მოვლენებს ეხებოდა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„ჩემო საყვარელო ხალხო, მე მინდა მოგმართოთ თქვენ და განვაცხადო, რომ მე საშინლად გული მტკივა, რომ ამდენი ტკივილი მივაყენე ჩემს თანამემამულეებს ჩემი ასეთი განცხადებებით, რომლებსაც არ ჰქონდათ მიზეზი, რომ ასეთი ტკივილი მიმეყენებინა, მაგრამ ასე მოხდა. იმიტომ რომ მე არ ვეძებ არც გამართლებას ჩემს თავში და არც ვამართლებ ჩემს თავს, რამეთუ ეს ტკივილი ნადმვილია. ეს ტკივილი არ მშორდება. 29 წლის წინ ეს ამბავი მოხდა. ჩემ თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი და მე მაშინ ძალიან განვიცადე, ვიყავი უამრავ პანაშვიდზე, ძალიან ბევრ პანაშვიდზე და ეს ტკივილი ახლაც შემომრჩა.

სამწუხაროდ, თუნდაც იმ ჩანაწერიდან, სადაც ჩემი 30-წუთიანი საუბრიდან მხოლოდ 3 წუთი გავიდა, სადაც ყველაფერი ცოტა სხვანაირად წარმოიშვა, წარმოიშვა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება ჩემს განწყობაზე ამ ნამდვილი ტრაგედიის მიმართ, სადაც სხვათა, შორის ჩემი კინოსტუდიის თანამშრომლის შვილიც დაიღუპა.

იქ იყო უამრავი წუხილი გამოთქმული ამ ტრაგედიის მიმართ, რადგან მოწმე ვიყავი და მე ვხედავდი იმ ადამიანებს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ იმ ჩემს გადაღებულ სურათებში მოხვდა ერთი ადამიანი, რომელიც მე შევნიშნე და მივხდი, რომ ის ადამიანი ზის ასე ჩაფიქრებული და მე შემძრა პირდაპირ ამ სურათმა, იმიტომ რომ გავაცნობიერე, რომ დღე-ნახევარში ეს ადამიანი ცოცხალი არ იქნებოდა. მაგრამ ეს დარჩა კადრის მიღმა, მთელი ეს ჩემი წუხილი, მთელი ეს ჩემი ცრემლი და გოდება. ნუ, დარჩა ის, რაც დარჩა, კინოა ეს, ფილმია და ზოგი რამე სხვა რამეს ემსახურება და ზოგი რამე კიდევ სხვა რამეს ემსახურება, არ ვიცი.

ესეც ხდება, რომ ბევრ რამეს იყენებენ პოლიტიკური მიზნით. ჩვენ ვიცით, რა დროს ვცხოვრობთ, როცა ყველაფერი შეიძლება გახდეს ვაჭრობისა და იმის საგანი. და მე გულწრფელი ადამიანი ვარ, მე როცა მტკივა, მტკივა.

მე ძალიან გული მტკივა, რომ მე აი, ეს ტკივილი მივაყენე ადამიანებს, სხვათა შორის, ჩემს მეგობრებსაც, რომლებიც არც ელოდნენ, რომ ასეთი რამე მოხდებოდა, რომ ასეთი რამე შეიძლება მეთქვა. არ ვიცი, ეს ჩემი გულწრფელი ბოდიში თუ რაღაცნაირად შეანელებს ამ სამართლიან რისხვას, რომელიც მე ვიგრძენი და ბევრ რამეს ვიზიარებ, რაც იყო გამოთქმული ჩემ მიმართ, არ ვიცი, იქნება კარგი. მთავარი, რაც არ უნდა გააკეთო, არ უნდა ატკინო გული ადამიანს. შენი ახლობელი, შენი მოყვარე, შენი თანამემამულე, შენი ჯიგარი არ უნდა აწყენინო და ჩააგდო ასეთ დღეში, იმიტომ ეს ჩემი დღევანდელი მდგომარეობა არაა სახარბიელო, რა თქმა უნდა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ გაუგებენ ჩემს მდგომარეობას და სხვანაირად, როგორც ჩვევია ქართველ ხალხს, შეხედავენ ამ მდგომარეობას. მთავარია, ჩვენ ისე გავაკეთოთ და ისე მოვიქცეთ, რომ ეს ყველაფერი არ იყოს ტყუილად და ჩვენ აგვეშენებინოს ისეთი სახელმწიფო საბოლოო ჯამში, რომლითაც ჩვენ ყველა ვიამაყებთ, ვიცხოვრებთ ერთად, ბედნიერეად და კარგად“, - განაცხადა მეჩითოვმა ვიდეომიმართვაში.

10 ნოემბერს Al Jazeera-ის ეთერში გავიდა გადაცემა, რომელიც საქართველოში საბჭოთა არქიტექტურის კვალს დაეთმო. გადაცემის ერთ-ერთი რესპოდენტი იყო იური მეჩითოვი, რომელმაც საბჭოთა წარსულსა და 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრა.

„აქციის მონაწილეები 13-დან 25 წლამდე იყვნენ ძირითადად. მხოლოდ ახალგაზრდები. მონაწილეების 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ 9 აპრილი შოუ იყო და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა მიეღოთ ასეთი შედეგი. ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის არ სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის არ მოუკლავს.

რა გაქვთ საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო, არ ვიცი. ხალხი ისეთი ბედნიერი იყო. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი.

რა გაქვთ რუსეთის საწინააღმდეგო? 200 წელი ვიყავით რუსეთის ქვეშ და ვიყავით აყვავებულები“, - განაცხადა მან Al Jazeera-სთან.

აღნიშნულმა ინტერვიუმ ინტერნეტმომხმარებლების გაღიზიანება გამოიწვია. მათ მეჩითოვის განცხადებები სამარცხვინო და მოღალატეობრივი უწოდეს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი