პოლიტიკა
არ ვიქნებოდით წინააღმდეგი, თუკი ირმა ინაშვილი ყოფილიყო მერობის საერთო კანდიდატი-ნინო ბურჯანაძე
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე წინააღმდეგი არ იქნებოდა, თუ ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ყოფილიყო.
თუმცა, ბურჯანაძის თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ბოლო წუთამდე არ პასუხობდნენ, რას გეგმავდნენ მერობის კანდიდატთან დაკავშირებით.
„ჩვენ არ ვიქნებოდით წინააღმდეგი, თუკი პრინციპულ საკითხად იქნებოდა დაყენებული, რომ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ყოფილიყო მერობის საერთო კანდიდატი. ამაზე კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე თანახმა იყვნენ.
ჩვენი კონკურენტი არის ხელისუფლება, მას აქვს ძალიან სერიოზული ფინანსურ-ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის მორალური უპირატესობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელისუფლებასთან და ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიასთან, ნამდვილად მოგვცემს გარდატეხის შეტანის შესაძლებლობას.
ყველა ოპოზიციური პარტია გაემიჯნა მოლაპარაკებებს, ყველა საკუთარ პარტიულ ინტერესებზე ფიქრობს. ხშირ შემთხვევაში ვაჭრობს და გარიგებებშია შესული და უმეტეს შემთხვევაში ამოცანად ისახავს, მოუგოს ან ბურჯანაძეს ან რომელიმე სხვა პარტიას და არა იმას, რომ ხელისუფლება რეალურად შეიცვალოს.
დააკვირდით ოპოზიციონერების გამოსვლებს. ყველა თავს არიდებს ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას, სამაგიეროდ, აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელებს, იმიტომ რომ გარიგება ივანიშვილთან ხელსაყრელია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
„დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა საქართველომ“ მერობის კანდიდატად კახა კუკავა წარადგინა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად - დიმიტრი ლორთქიფანიძე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


