პოლიტიკა
არ ვფიქრობ, რომ ჩვენ საქართველოში ოლიგარქიული მდგომარეობა გვაქვს - მამუკა ბახტაძე
„არ ვფიქრობ, რომ ჩვენ საქართველოში ოლიგარქიული მდგომარეობა გვაქვს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ საქართველოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო კონფერენციის „მსოფლიო თავდაყირა 2018“ დისკუსიის მოდერატორის, Financial Time-ის მთავარმა რედაქტორის, ედვარდ ლუისის კითხვას.
„თქვენი პარტიის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან მდიდარი ადამიანი და მისი აქტივები საქართველოს მშპ-ის ერთი მესამედია. ეს ჩრდილს ხომ არ აყენებს ამ მიმართულებას?“, -ჰკითხა ლუისმა ბახტაძეს.
ბახტაძემ საპასუხოდ ის ცვლილებები გაიხსენა, რაც 2012 წელს საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელდა.
„მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ოლიგარქიული მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ საქართველოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. 2012 წელს მოვიგეთ არჩევნები. საუკეთესო პასუხი, რა მოიტანა ამ დიდმა ცვლილებამ ჩვენი ქვეყნისთვის, ვიტყოდი, საერთაშორისო რანჟირებები, როგორ გაუმჯობესდა ჩვენი რანჟირება ყველა მიმართულებით – მედიაპლურალიზმი, ადამიანთა უფლებების დაცვა, კერძო სექტორის აქტივების, საკუთრების დაცვა, გამჭვირვალობა“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი განმარტებით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საქართველო მეხუთეა, ბევრ კვლევაში კი, ნიდერლანდების, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის დონეზე დგას.
„ეს არის ძალიან კონკრეტული მიღწევები. ჩვენ ვართ სწორ გზაზე, დემოკრატიული ტრანსფორმირების გზაზე და ევროპული დემოკრატიის დამკვიდრების გზაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ფილოსოფიაა, საქართველოში ევროპული დემოკრატია და საპარალამენტო დემოკრატია დამკვიდრდეს.
„უფრო მეტიც, ეს არის პოლიტიკური ფილოსოფია საქართველოში „ქართული ოცნებისა“, რომ ქვეყანაში ევროპული დემოკრატია და საპარლამენტო დემოკრატია დამკვიდრდეს. ეს იყო დიდი ცვლილება, რაც გავაკეთეთ. ეს იყო ისტორიული მომენტი. ვფიქრობ, ფართოდ ცნობილია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


