სამართალი
არ ვეთანხმებით იმას, რომ თაღლითობასთან გვაქვს საქმე - მაია რჩეუშვილის ადვოკატი
სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის დამფუძნებლების მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატი, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
მარიამ ცუცქირიძე არ ეთანხმება სასამართლოს იმაში, რომ „ამხანაგობა თაბუკაშვილის 88“-ის საქმეში თაღლითობა არსებობს. მისი თქმით, ეს საქმე სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანია.
„ქალბატონ მაია რჩეულიშვილსაც და რუსუდან კერვალშვილსაც შეფარდებული ჰქონდა სამი მუხლი. ყველაზე მძიმე მუხლი, რომელიც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას ეკუთვნის 194-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინება თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე. სასამართლომ ამ ნაწილში უდანაშაულოდ ცნო ორივე. რაც შეეხება შემდეგ ნაწილებს, 180-ე და 182-ე მუხლში სცნო დამნაშავედ და ორივეს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 4 წლის ვადით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ სააპელაციო ინსტანციაში.
კატეგორიულად არ ვეთანხმებით იმას, რომ თაღლითობასთან გვაქვს საქმე. ეს არის სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანი. ეს არის სახელშეკურლებო ურთიერთობა ორ მხარეს შორის“,-აღნიშნა ადვოკატმა.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრ პოინტის საქმის „ამხანაგობა თაბუკაშვილი 88“-ის ეპიზოდზე, რუსუდან კერვალშვილი და მაია რჩეულშვილი 2 ნაწილში - თაღლითობასა და თანხების მითვისებაში სცნო დამნაშავედ.
და მათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


