სამართალი
არ ვაპირებთ გავთქვათ წყარო, რომელიც ამ მასალებს გვაწვდიდა - ნოდარ მელაძე
ტელეკომპანია რუსთავი2-ის საიფნორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძეს ინფორმაციით, მთავარი პროკლურატურიდან ტელეკომპანიაში ჟურნალისტების დაკითხვასთან დაკავშირებით შეტყობინება ჯერ არ შესულა.
როგორც მელაძემ „პირველ რადიოსთან“ საუბარში განმარტა, ამ შემთხვევაში ჟურნალისტები კანონით არიან დაცული და შესაბამისად, წყაროს გათქმას არ აპირებენ.
„საქართველოს მთავარი პროკურატურიდან სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ში შეტყობინება არ შემოსულა და ამ დრომდე დაკითხვაზე არავინ დაუბარებიათ. მთავარი პროკურატურისთვისაც კარგად არის ცნობილი კანონის ის დათქმა, რომელიც ჟურნალისტებს არ ავალდებულებს გათქვან წყარო. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ დაცული კანონით და არ ვაპირებთ გავთქვათ წყარო, რომელიც გვაწვდიდა ამ მასალებს. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვიცავთ წყაროს კონფიდენციალურობას, არამარტო ამ, არამედ ყველა სხვა შემთხვევაშიც და ასევე ვაპირებთ“,- აღნიშნა მელაძემ.
მთავარმა პროკურატურამ დაკითხვაზე ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატები დაიბარა.
ამის მიზეზი მედიაში მოხვედრილი აუდიოჩანაწერი გახდა, რომელიც საქმის დახურული სასამართლო პროცესზე მოწმეების, მათ შორის მდივან-რეფენრეტის შორენა თეთრუაშვილის ჩვენებას ასახავს.
როგორც პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, მისთვის ცნობილია, რომ ამ საქმეზე იგეგმება პროკურორების, ჟურნალისტების და შესაძლოა, საპატრიარქოს წარმომადგენლების დაკითხვა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


