უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 თებერვალი, 2025 12:54
font-size

არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას იმის გამო, რომ მისი მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ -ზურაბ ჭიაბერაშვილი

არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას იმის გამო, რომ მისი მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჭიაბერაშვილი ეხმაურება 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ კომისიის 21 თებერვლის სხდომაზე, სავარაუდოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ნათია მოგელაძისა და ლევან გაჩეჩილაძის მოსმენა იგეგმება.

„რუსულმა რეჟიმმა პირველი დამასახელა სტალინურ სასამართლოზე გამოძახებულთა შორის. პატივია. რეჟიმი იმთავითვე იყო „ვარდების რევოლუციის“ კონტრევოლუცია და მისი მიზანი იმთავითვე იყო ისტორიის გადაწერა. როგორც 1921 წლის ოკუპაციამ ვერ წაშალა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა, როგორც 1991 წლის სამოქალაქო ომმა ვერ წაშალა სიტყვები „აღსრულდა ნება ქართველის ერისა…“, ისე ვერ წაშლის 2012 წლის კონტრევოლუცია „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარს.

2013 წელსვე, როდესაც ასევე აბსურდული „ბრალდებით“ დამაპატიმრეს და ცხრა თვე სასამართლოში მატარეს, ვიცოდი, რა ტიპის რეჟიმთან გვქონდა საქმე, მაგრამ არსად წავსულვარ. არც ახლა ვაპირებ. ჩემ მიმართ ახლანდელ, ასევე აბსურდულ „ბრალდებას“ პასუხი გაეცა 2004 წლის 6 მაისს. და პასუხი გაეცემა ისტორიით, რომელიც ახლა იწერება.

ამ სტალინური სასამართლოს ნიადაგის შექმნაში, სამწუხაროდ, მხოლოდ რეჟიმის პროპაგანდა არაა ჩართული. ყველა „ქოცი=ნაცი“ ტიპის მესიჯი, თუნდაც ხუმრობით დაწერილი ფბ-ზე, ასევე ემსახურება რეჟიმის მიერ ისტორიის გადაწერას. სხვა რომ არაფერი მომხდარიყო 2004-2012 წლებში, მხოლოდ აჭარის რუსული მარწუხებისაგან გათავისუფლება და აჭარაზე ქართული სუვერენიტეტის მშვიდობიანი აღდგენა იკმარებდა „ვარდების რევოლუციის“ ღირსებად. „ესენი იმათზე უარესები არიან“ და მსგავს შემადარებელ მესიჯებს მიჰყავს ჩვენი ქვეყანა ნეგატივის მორევში, უკვე 12 წელია და აცოცხლებს რეჟიმის პროპაგანდას.

არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას. ის, რომ ეს „პარლამენტი“ არალეგიტიმურია, იცის ყველამ შინ და გარეთ და ეს არ არის მთავარი არგუმენტი. არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას იმის გამო, რომ მისი მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამ მცდელობის მიზანი არაა უბრალოდ რეჟიმის განმტკიცება ანდა ევროპული მომავლის ჩახერგვა. რეჟიმი თუ შენარჩუნდა, საქართველოს დესუვერენიზაცია (სამწუხაროდ, უკვე მომხდარია) და ტერიტორიული მთლიანობის დე იურე რღვევა გარდაუვალია.

სოლიდარობა მზია ამაღლობელსა და თემურ ქათამაძეს, რომლებიც 37-ე და 33-ე დღეა, შიმშილობენ. სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ახობაძეს, გიორგი ოკმელაშვილს, ზვიად ცეცხლაძეს, ანდრო ჭიჭინაძესა და რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარს. როდესაც აღარ მოგვერიდება პოლიტპატიმრების პოლიტიკური სიმპათია/ანტიპათიის მიხედვით დახარისხება და საჯაროდ ხსენება, მაშინ ვიქნებით საკმარის მორალურ სიმაღლეზე, რომ რეჟიმი ჩვენს ფეხებთან დაიმსხვრეს. ძალა ერთობაშია! დიდება თავისუფლებას! საქართველო გაიმარჯვებს!“ – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი