პოლიტიკა
არ ვაპირებ ჩემი მოადგილის სოსო გოგაშვილის სამახურიდან გათავისუფლებას - ვახტანგ გომელაური
არ ვაპირებ ჩემი მოადგილის სოსო გოგაშვილის სამახურიდან გათავისუფლებას, ის ძალიან კარგი თანამშრომელია და კარგი მოადგილეა, - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა ყაზბეგში დარიალი ჰესისი გახსნის შემდეგ.
მისი თქმით, სოსო გოგაშვილი ძალიან ბევრი დამსახურება აქვს.
"მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა თუნდაც ის ტერორისტული აქტის საქმე, რომელიც რუსეთი-სომხეთის გაზსადენის მონაკვეთზე უნდა განხორციელებულიყო, ასე რომ არ ვაპირებთ ამ ადამიანის გათავისუფლებას. სოსო გოგაშვილი დიდხანს იმუშავებს.
ჩემს მოადგილეზე ცრუ ბრალდება გახმაურდა, აღარ დავკონკრეტდები რაზეა საუბარი, მაგრამ ეს არის სიცრუე და არასწორი ინფორმაცია, თუ ვინმეს რამე ფაქტები აქვს მიმართოს პროკურატურას, პროკურატურატურა იძიებს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ "ქრონიკა პლიუსის"-ის რედაქტორმა ელიკო კილაძემ სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე, სოსო გოგაშვილი ნარკოდამნაშავეების მფარველობაში დაადანაშაულა. ჟურნალისტის მტკიცებით, შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე, გელა ხვედელიძეზე თავდასხმა სწორედ იოსებ გოგაშვილის ორგანიზებულია.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


