პოლიტიკა
არ შეიძლება ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა - დავით მათიკაშვილი ზაზა სარალიძის მოთხოვნაზე
„ზაზა სარალიძის მიმართ დიდი პატივისცემისა და ხორავას ქუჩაზე დატრიალებული დიდი ტრაგედიის მიუხედავად, მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომის თაობაზე გადამეტებულია, არ შეიძლება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს სასამართლოში განიხილავენ, ხოლო შსს-ში მისი გამოძიება გრძელდება.
„საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ხელისუფლება იყო აბსოლუტურად ღია და გახსნილი ყველა იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას უკავშირდებოდა. ხელისუფლებამ გააკეთა და აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს. არ შეიძლება ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. ჩვენ ყველანი ვართ ზაზა სარალიძის თანამოაზრე იმ ნაწილში, რომ გვსურს, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რისთვისაც სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა. ჩვენი მხრიდან უპრეცედენტო ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა და კომისიაში უმრავლესობის ფუნქცია საპარლამენტო უმცირესობას გადაეცა. ჯერ კიდევ წინ არის სასამართლო პროცესი ამ საქმეზე და ასევე საქმის კონკრეტულ ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს“, - უთხრა დეპუტატმა მედიას.
ცნობისთვის, გუშინდელ აქციაზე ზაზა სარალიძემ მთავრობას 24-საათიანი ვადა მისცა, რათა ის გადადგეს და შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


