უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 დეკემბერი, 2025 14:34
font-size

არ შეიძლება, ქვეყანაში ბოგინობდეს ისეთი ბიზნესი, რომელიც საზოგადოების ისედაც შეჭირვებული ჯიბით სარგებლობს და ამით მდიდრდებოდეს - გია ვოლსკი

ფაქტია, გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული და რაც შეიძლება სწრაფად, არ შეიძლება, ქვეყანაში ბოგინობდეს ისეთი ბიზნესი, რომელიც საზოგადოების ისედაც შეჭირვებული ჯიბით სარგებლობს - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განცხადა.

„ბოლო პერიოდის კვლევები ყველა მიმართულებით აჩვენებს, რომ ფასების თემამ პირველ ხაზში გადმოიწია. რასაკვირველია, ამ საკითხს სიღრმისეული კვლევა სჭირდება, მაგრამ ფაქტია, გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული და რაც შეიძლება სწრაფად. არ შეიძლება, ქვეყანაში ბოგინობდეს ისეთი ბიზნესი, რომელიც საზოგადოების ისედაც შეჭირვებული ჯიბით სარგებლობს და ამით მდიდრდებოდეს. რასაკვირველია, არსებობს ევროპული და ამერიკული გამოცდილება და ამ თემას, ამ კვლევას მეცნიერული კვლევა დავარქვათ.

ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ჩვენ ვიცით, რას ჰქვია რეპრესია, 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო. არავითარ რეპრესიაზე ლაპარაკი არ არის. მკაცრი ზომები თუ გახდა მისაღები, რასაკვირველია, ესეც საზოგადოების ინტერესებიდან იქნება გაკეთებული, თუმცა მე ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით მაინც მოლაპარაკება არის პრიორიტეტი, უპირველესი ამოცანა. რატომ გახდა ისტერიკის მიზეზი, ეს უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანდნენ „რევოლუციურ კომიტეტში“. რასაკვირველია, არანაირი პოზიტივი – ევროპული კვლევები, მსოფლიო ბანკის კვლევები – მათთვის არ არის მისაღები, არც გასათვალისწინებელი და პირიქით, გაღიზიანების იმ ხარისხს იწვევს, რომელიც მეტყველებს ერთ რამეზე – საქმე გვაქვს არა ოპონენტებთან, არა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებთან, არამედ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფთან. ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი