უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 სექტემბერი, 2018 15:00
font-size

არ შეიძლება მთავრობასთან კორუფციულ გარიგებაში შესვლა , რადგან ასე არ იმართება ქვეყანა - ნატო ჩხეიძე

ტელეკომპანია ,,იბერიას“ დამფუძნებელი, პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებები არ დაინტერესებულან ქვეყანაში კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებებით.

,,შესაძლებელია იმიტომაც არ დაინტერესებულან, რომ იციან, ბევრი რამ ვიცი და არ უნდათ, რომ ეს ბევრი რამ მოისმინონ“, - განაცხადა ,,იბერიას“ ეთერში ნატო ჩხეიძემ.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მისთვის გასაკვირია, რატომ ამართლებენ შექმნილ ვითარებას და კორუფციას მისი კოლეგები საპარლამენტო უმრავლესობიდან. მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან მსგავსი რეაქცია გასაკვირია, რადგან ,,ქართული ოცნება“ სწორედ ,,ფარული ჩანაწერების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში.“

ნატო ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო უწყებები ,,ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დადგენასაც გააჭიანურებენ.

დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ ის პირები, რომლებიც ფიგურირებენ ფარულ ჩანაწერებში, ნამდვილად ცდილობდნენ შეეყვანათ ,,ომეგა ჯგუფი“ კორუფციულ გარიგებებში.

,,არ შეიძლება მთავრობასთან კორუფციულ გარიგებაში შესვლა, იმიტომ, რომ ასე არ იმართება ქვეყანა. ჭაობი დაარქვით, მორევი დაარქვით , განუვითარებლობა ხდება ქვეყანაში, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და ქვეყანაზე აქვთ პასუხისმგებლობა, თავიანთი ვიწრო ინტერესების იქით არ იხედებიან“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი