უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 დეკემბერი, 2018 17:55
font-size

არ შეიძლება, გაძლიერდეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის კლანი - ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა სურვილი გამოთქვა, შედგეს შეხვედრა საბჭოს იმ არამოსამართლე წევრებთან, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა 10- კაციან სიას.

მისი თქმით, საუბარია არამოსამართლე წევრებზე: ანა დოლიძეზე, ირმა გელაშვილსა და პირადად მასზე. ჯანეზაშვილმა აღნიშნული შეთავაზება მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა,რომ შეხვედრისთვის მზად არის, სადაც დაინტერესებულ დეპუტატებს განუმარტავს, თუ რა მიზეზით არ დაუჭირა მხარი უმაღლეს ინსტანციაში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატებს.

„ლევან გოგიჩაიშვილმა დააყენა დღეს ბიუროს სხდომაზე საკითხი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს კენჭისყრაში და ამ ხალხს მხარი არ დაუჭირეს , მოისმინოს მათი მოსაზრება. ეს არის ძალიან კარგი და ჯანსაღი ინიციატივა, რადგან მართლაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს პარლამენტისთვის, თუ რა პრობლემებია შიგნით და რატომ არ დავუჭირეთ მხარი ამ კანდიდატურების წარდგენას. სიამოვნებით შევხვდები პარლამენტის წევრებს. ხვალ ჩავალ ამ შეხვედრაზე და აუცილებლად გავაცნობ ჩემს ხედვებს, თუ რა პროცედურები წარიმართა საბჭოში და რა ხარვეზები იყო. გავაცნობ ჩემს ხედვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა იქნას თანამდებობაზე არჩეული იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართეები. მიმაჩნდა, რომ არ შეიძლება, გაძლიერდეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის კლანი“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ცნობისთვის, ორშაბათის სხდომაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10- კაციანი კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.საბჭოს მიერ დასახელებული კანდიდატების სია საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი