სამართალი
არ შეიძლება აგრესია გადატანილი იქნეს ადვოკატზე - ადვოკატთა ასოციაცია შსს-სა და პროკურატურას მიმართავს
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა ადვოკატთა საქმიანობაში ჩარევისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტების შესახებ ისაუბრა. მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში გამოჩნდა გვერდი, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის დისკრედიტაციას ეწევა.
ასათიანის თქმით, აღნიშნული გვერდი 6 დეკემბერს ფეისბუქის ადმინისტრაციამ წაშალა, თუმცა მისი შემქმნელები იმუქრებოდნენ, რომ მსგავსი ტიპის მადისკრედიტირებელი გვერდები მომავალშიც შეიქმნებოდა.
ასათიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მოუწოდა, დაინტერესდეს ამ საკითხით და გამოავლინოს ყველა ის პირი, ვინც ჩართულია აღნიშნულ ქმედებებში.
„რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, როცა ადვოკატები პროფესიული საქმიანობის განხორციელების ფარგლებში გახდნენ ობიექტები თავდასხმისა და შეურაცხყოფის. ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია, თითოეული ადვოკატი თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში უნდა იყოს თავისუფალი და მათზე რაიმე სახის ზეწოლა არ უნდა განხორციელდეს. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ადვოკატისა და კლიენტის იდენტიფიცირება არ შეიძლება. არ შეიძლება აგრესია გადატანილი იქნეს ადვოკატზე. ჩვენ მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნულით", - განაცხადა ასათიანმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


