პოლიტიკა
არ მინდა, წუწუნი გამომივიდეს, რომ ინაუგურაციაზე არ დამიძახეს, მიუხედავად იმისა, რომ ძველმა გვარდიამ დიდი როლი შევასრულეთ მეორე ტურში - ომარ ნიშნიანიძე
საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატისა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, ის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს, მიუხედავად იმისა, რომ ძველ გვარდიას ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
„მოსაწვევი ალბათ, გზაშია. არ მიმიღია, სავარაუდოდ, არ ვიქნები მიწვეული. არაფერი არ დაშავდება ამით, მაგრამ საინტერესოა, ვინ ადგენს სიას, არა მგონია, სალომე ზურაბიშვილი ადგენდეს. ვფიქრობ, ადმინისტრაცია ადგენს. ძველმა გვარდიამ კარგად ვიმუშავეთ და ველოდი მიწვევას. არა მგონია, დაპირისპირება იყოს „ქართულ ოცნებაში", ზოგადად, ძველი გვარდიის ჩაჩოჩების ტენდენცია ახალი არ არის, მაგრამ არ მეგონა, ასე უცებ თუ მოხდებოდა გარდატეხა. ალბათ, იქნება საკადრო ცვლილება და გვაქვს მოლოდინი.
არასოდეს არ დამიმალავს პირდაპირობა, მაგრამ არ მინდა, წუწუნი გამომივიდეს, რომ არ დამიძახეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი როლი შევასრულეთ მეორე ტურში. თეატრი მე გავავსე და ველოდი, რომ სიტყვაც უნდა მეთქვა, მაგრამ ერთი საათით ადრე ჩამომაცილეს ამ პროცესებს. ვფიქრობ, მებრძოლი ადამიანების ჩამოცილება უნდათ ახლად მოსულ ადამიანებს. იგივე რომ არ მოხდეს, რაც პირველ ტურში, უნდა გავარკვიო, ვინ ცდილობს გვერდზე გაგვწიოს. შევხვდები, ალბათ, ბიძინა ივანიშვილს, იქამდე სავარაუდოდ, პარლამენტში გვექნება შეხვედრა",-განაცხადა ნიშნიანიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


