საზოგადოება
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო! მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! გთხოვთ, არ გამიშვათ ხელი! - მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს:
„არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს!გთხოვთ, არ გამიშვათ ხელი!
ვინც მიცნობს, ყველამ იცის, ისე გავზარდე 2 ღირსეული შვილი, რომ დახმარება არავისთვის მითხოვია; დედასთანაც არასდროს დამიწუწუნია. სახლიც გადმომითოვლავს, ვენახიც მომიწამლავს, ხარ-ურემსაც გავძღოლივარ , ღამით ქარმა შუქი რომ გამითიშა და ბატონებიანი შვილები მყავდა, კოქტებით დენის ბოძზეც ავსულვარ და მავთულები გადამიბამს; დღე და ღამ მუხლჩაუხრელი შრომით, სიმწრით გავზარდე შვილები! არც სხვისი შვილებისთვის მიღალატია, ღირსეულად ვემსახურე ჩემს სამშობლოს 30 წელი!
ახლა, როცა ჩემი სპეტაკი და გენიოსი შვილიკო გარყვნილი, პირსისხლიანი ბრბოს მსხვერპლი გახდა, მუხლმოდრეკით გევედრებით ყველას,მოდით 8 იანვარს, 16:00სთ-ზე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან (ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასალის ქ. N24).
წრფელი ცრემლების ზღვა გაჰყვა ჩემს შვილს, უწყვეტ ნაკადად მოდიოდით სამძიმრის სათქმელად, ამისთვის მადლობა ყველას, მაგრამ ახლა უფრო მჭირდებით. მჭირდებით ყველა:მედიის წარმომადგენლები,ბიძაშვილ/მამიდაშვილ/დეიდაშვილები,ნათლია/ნათლულები,ახლო და შორი ნათესავები,მეგობრები და კოლეგები,მოსწავლეები და მათი მშობლები, ძველი და ახალი მეზობლები, უცნობი გულმხურვალე ადამიანები…..ვინც წინა აქციაზე პროკურატურის წარმომადგენლების სახე ნახა, ყველა დამეთანხმება, რომ მათაც გულწრფელად ტკივათ გიგა, მაგრამ ისეთ ლაბირინთში აიხლართნენ, თავს ვეღარ აღწევენ.
დავდგეთ ერთად, ვუთხრათ, რომ უკან დახევა არაა სირცხვილი!თამარ ბაჩალიაშვილის მამა მოვიდა ჩემთან წინა აქციაზე; მე რომ მივსულიყავი მასთან, როცა უჭკვიანესი შვილის სიკვდილში დამნაშავეს ეძებდა, იქნებ ვეღარ გაებედათ ჩემი გიგას მოკვლა!მოდით, დამიდექით გვერდით, რომ არ იყოთ შემდეგი!!!მეიმედებისაქართველოვ!“ – წერს ეკა კუპატაძე.
ფოტო newposts.ge
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


