პოლიტიკა
არ მიმაჩნია, რომ რამე არის სანერვიულო წინასწარ ან პანიკის საფუძველი არსებობს - თეა წულუკიანი კანაფის კულტივაციაზე
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, კანაფის კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით საპანიკო არაფერი არ არის.
„თუ ჩათვლიან, რომ ეს ნაადრევი ან საშიშია, ალბათ, მოწინააღმდეგე მხარეებსაც თავიანთი არგუმენტირებული საფუძვლები ექნებათ. არ მიმაჩნია, რომ რამე არის სანერვიულო წინასწარ ან პანიკის საფუძველი არსებობს. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი იყო ერთადერთი, რომ ჩვენმა ეკონომიკამ, რადგან გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიის სფეროში, დაიკავოს საერთაშორისო ეკონომიკაში გარკვეული ნიშა ან ნიშები, რაც ქვეყანას შემოსავალს მოუტანს, ოღონდ მკაცრი კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისი შეფასებით, ეს ძალიან კომპლექსური და მნიშვნელოვანი საკითხია, შესაბამისად, აუცილებელია გადაწყდეს, რა არის უმჯობესი ქვეყნის განვითარებისთვის.
„მესმის, ჩვენთვის, მათ შორის ჩემთვისაც, რომ ამ ქვეყანაში ყველასთვის ვერ იქნება ეს თემა ის, რომლის მიმართაც ვინმე გულგრილი დარჩება, მაგრამ იმდენად კომპლექსური და მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რა ჯობს ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, შევაფასოთ ეკონომიკური შედეგი ამ რეფორმისა. თუ ყველა ჩავთვლით, რომ ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენს საკმაოდ შეჭირვებულ ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, საზოგადოებას შვებას მისცემს და მკაცრი კონტროლის ქვეშ უზრუნველყოფს სახელმწიფო, რომ შიდა ბაზარზე ეს ნივთიერება არ გავრცელდეს, რატომაც არა“, – განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის შეფასებით, ამისთვის შეთავაზებულია სააგენტოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს იმას, რომ საექსპორტო მიზნებისთვის მოყვანილი კანაფი არ მოხვდეს საქართველოს შიდა ბაზარზე და განსაკუთრებით ახალგაზრდებში არ გავრცელდეს.
„თუ ეს მიუღებელია, ალბათ მაშინ მოწინააღმდეგეებიც იტყვიან თავიან არგუმენტებს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


