პოლიტიკა
არ მიმაჩნია, რომ კონსტიტუციაში ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი უნდა ეწეროს - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კონსტიტუციაში შესატან იმ ცვლილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი უნდა იყოს გაწერილი.
"გულწრფელად გეტყვით, ახლა მე როგორც ჩემი წინა პოლიტიკური ცხოვრებით და ასევე როგორც პრეზიდენტი მუდმივად აქტიურად ვიყავი ჩართული ჩვენი ევროატლანტიკური კურსის გაღრმავებასა და ჩვენს მისწრაფებაზე ნატოსკენ, თუმცა გულწრფელად გეტყვით, არ მიმაჩნია კონსტიტუციაში ამის ჩაწერა ადეკვატურ ნაბიჯად. ქართველი ხალხის ნება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის არის მთავარი გარანტი და არა ჩანაწერი, რომელიც არის გარდამავალ დებულებებში. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ჩანაწერი კონკრეტულად რაღაცა პოლიტიკური დისკუსიის, თუ პოლიტიკური შეთანხმების შედეგი არის.
ასევე, ხომ შეიძლება ჩაგვეწერა რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი უნდა ვიყოთ, გაეროს წევრი უნდა ვიყოთ, ევროკავშირის წევრი უნდა ვიყოთ, ნატოს წევრი უნდა ვიყოთ, ამის ჩაწერა, მე მთლად გულწრფელად რომ გითხრათ, მიუხედავად, იმისა, რომ ამ კურსის ძალიან ერთგული, როგორც გამტარებელი, ისე იდეურად ამ კურსის მომხრე პოლიტიკოსი ვარ, კონსტიტუციაში არ მიმაჩნია, რომ ეს უნდა ეწეროს",- თქვა მარგველაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


