პოლიტიკა
არ მგონია, ფინანსთა სამინისტროს ასეთი მოთხოვნა ჰქონოდა როდისმე რომელიმე ბიზნესის მიმართ - ნატო ჩხეიძე (ვიდეო)
იბერია ტვ-ის დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე ივანე მაჭავარიანის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ბიზნესმა გადასახადი უნდა გადაიხადოს.
,,რაღა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად სწორი განცხადება და მეც ვიტყვი ამას, რომ გადასახადები უნდა გადაიხადოს ბიზნესმა, მაგრამ ქვეყანაში არსებობს კანონები და ყველანი ვალდებულები ვართ, ბიზნესიც, მთავრობაც, დეპუტატებიც, რომ ამ კანონების მიხედვით ვიმოქმედოთ. კანონი ქვეყანაში არსებობს იმის შესახებ, რომ თუ აქვს რაიმე გადასახადი გადაუხდელი და დაგროვილი სხვადასხვა მიზეზის გამო, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რომელიმე კომპანიას, ამისთვის არსებობს სწორედ კანონით გათვალისწინებული რესტრუქტურიზაცია და ,,ომეგა ჯგუფმა,“ როდესაც ეს თანხა იყო 29 მილიონი და არა - 17, როგორც ამას ფინანსთა მინისტრი ამბობს. არასწორ ციფრებს ამბობენ. ომეგა ჯგუფმა მიმართა, სწორედ კანონით გამსაზღვრული მუხლების გაწერით ფინანსთა სამინისტროს, რომ გრაფიკი გაწერილიყო, რათა გადახდილიყო ეს დავალიანება.
ფინანსთა სამინისტრომ არანაირი ღონისძიებები არ მიიღო ამის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ 2 თვის განმავლობაში უნდა განიხილონ და რაღაც პასუხი უთხრან კომპანიას. არ განიხილეს არც ორი თვის და არც წელიწადნახევრის განმავლობაში“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
იბერია ტვ-ს დამფუძნებელმა აქვე აღნიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მთავრობის წევრების მიერ დასახელებული რიცხვი, თითქოს 11-ჯერ გადაუვადდა სახელმწიფომ კომპანიას გადასახადების გადახდა.
,,კომპანიამ მიმართა 5-ჯერ წერილობით, როგორც მე ვიცი, რომ სანამ არ განიხილება გრაფიკი და არ შეთანხმდება გრაფიკი, მანამდე გთხოვთ, რომ არ გამოიყენოთ ყადაღაო. სამინისტრომ აქედან მხოლოდ ერთი გაითვალისწინა, ყადაღა არ გამოიყენა, მაგრამ მეორე რაც კანონით არის განსაზღვრული, რომ იმსჯელოს მიმართულ წერილზე და გრაფიკზე, ეს მაინც არ გააკეთა.
ასე რომ, კი გადასახადები გადახდილ უნდა იქნას, მაგრამ გადახდილ იქნას კანონის მიხედვით და არა ისე, რომ, როდესაც იბარებს ფინანსთა მინისტრი კომპანიის ხელმძღვანელებს და ეუბნება, რომ თქვენ ახლა 2 კვირაში გადაიხდით 20 მილიონსო. ეს არის საერთოდ შეუძლებელი ყველანაირი ბიზნესისთვის “, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ ტვ ,,პირველთან“ საუბარში.
მისი თქმით, ასეთი მოთხოვნა, რომ ,,2 კვირაში გადაიხადეთ 20 მილიონიო, ამას ვერ გააკეთებს ,,მაიკროსოფტიც“ კი, არამცთუ საქართველოში ,,ომეგა ჯგუფი.“
,,არ მგონია, ასეთი მოთხოვნა ჰქონოდა როდისმე რომელიმე ბიზნესის მიმართ ფინანსთა სამინისტროს“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


