პოლიტიკა
არ გვწამს მუჰამედის, არ ვთვლით მას წინასწარმეტყველად, მაგრამ მას ან მუსულმანებს შეურაცხყოფა მივაყენოთ, ამის უფლება არ გვაქვს - მამა ალექსანდრე გალდავა
მამა ალექსანდრე გალდავამ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში მსგავსი სახის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით ისჯება.
მან თქვა, რომ ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას საპატრიარქო ჯერ არ გაცნობია.
„ჩვენ თუ ევროპისკენ მივდივართ და ეს გზა გვაქვს არჩეული, შეგვიძლია მაგალითად ავიღოთ უამრავი ევროპული ქვეყანა, სადაც არა ადმინისტრაციულ, არამედ სისხლის სამართლის საქმეში გადადის სწორედ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ჩვენ თუ გვინდა ეს გზა, უნდა ვიყოთ ევროპელები, თუ არა და მაშინ შეგვიძლია ყველაფრის კეთება. მეუფე სპირიდონის განცხადება არ მომისმენია, ეს ინციატივა უცნობია, ტექსტსაც არ იცნობს საპატრიარქო, ამაზე რეაგირებისა და მხარდაჭერის საკითხი ამიტომ არ დგას. შეიძლება არსებობდეს რელიგიურ თემებზე კამათი, შეურაცხყოფა სხვა არის. თვითგამოხატვა რელიგიისა და თავისი სწავლების გამოხატვა ყველას შეუძლია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვწამს მუჰამედის, არ ვთვლით მას წინასწარმეტყველად, მაგრამ მას ან მუსულმანებს შეურაცხყოფა მივაყენოთ, ამის უფლება არ გვაქვს, ისევე, როგორც მუსულმანებს არ წამთ ქრისტესი, როგორც განკაცებული ღმერთის და ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ როგორც კი შეურაცხყოფას დაიწყებენ, ეს იქნება ჩვენთვის სრულიად მიუღებელი“,- განუცხადა სასულიერო პირმა ჟურნალისტებს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, სადაც „რელიგიათაშორისი დიალოგი ქალთა მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების პრევენციის თემაზე“ შეხვედრა მიმდინარეობს.
მეუფე სპირიდონის განცხადებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად არ უნდა ჩაითვალოს ის განცხადებები, რომელსაც მღვდელი ქადაგებისას გააკეთებს.
გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა იდეის დონეზე მხარი დაუჭირეს დეპუტატ ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდება.
სპეციალურად ამ საკანონმდებლო პროექტისთვის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ საპატრიარქოსა და სხვა კონფესიების წარმომადგენლები. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის ინიციატივას იმ პირობით დაუჭირეს მხარი, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ის გადამუშავდება.
კვიციანის ინიციატივის მიხედვით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება რელიგიური შენობებისა და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


