სამართალი
არ გამქარწყლებია, რომ ეს აფეთქება განახორციელა დღევანდელმა ხელისუფლებამ - გივი თარგამაძე
ნაციონალური მოძრაობის წევრი, გივი თარგამაძე მისი აფეთქების საქმის მასალებს ითხოვს.
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის განცხადებით, გამოძიებამ ის დაზარალებულად სულ რაღაც 3 დღის წინ აღიარა და ისიც მხოლოდ მისი კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ.
მიუხედავად ამისა, როგორც თარგამაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დრომდე არ მიუღია საქმის მასალები. დეპუტატი ვარაუდობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეგნებულად მალავს გარკვეულ ინფორმაციას.
"დაზარალებულად მცნეს საბოლოო ჯამში, რაც აჩენს იმთავითვე ვალდებულებას მათი მხრიდან, რომ გამაცნონ საქმის მასალები, რაზეც ჯიუტად აცხადებენ ეს დღეებია უარს. ისინი უარს აცხადებენ თავისი ვალდებულების შესრულებაზე. ეჭვი, რომელიც მე მქონდა იმთავითვე, აფეთქებიდან დაწყებული, არ გამქარწყლებია, რომ ეს აფეთქება განახორციელა დღევანდელმა ხელისუფლებამ. შესაბამისად, ბუნებრივია, ისინი ეცდებიან, ააწყონ საქმე ისე, რომ მათი მონაწიელობა ამაში არ გამოჩნდეს“ - განაცხადა თარაგამაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


