სამართალი
არ გამოვრიცხავ, რომ პაკელიანს ეს ნივთიერება დაუდეს სპეციალურად - ადვოკატი
დაკავებული შოთა პაკელიანის ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, პაკელიანმა დაცემისას მუხლის და იდაყვის დაზიანება მიიღო, თუმცა თავის არეში დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
როგორც თოდუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პაკელიანი დაკავებისას ნამდვილად წაიქცა, თუმცა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ხოლო დანარჩენი დაზიანება პოლიციელებმა მიაყენეს.
ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელებს, რომლებმაც პაკელიანი დააკავეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენს, „კასრაძეს და ქიტოშვილს მფარველობს ისანი-სამგორის პროკურატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიყმაშვილი“.
თოდუა არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკული ნივთიერება დაუდეს სპეციალურად.
„არ გამოვრიცხავ, რომ პაკელიანს ეს ნივთიერება დაუდეს სპეციალურად. მან იპოვა თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაინტერესდა რა იყო და ამ დროს იქ მოულოდნელად აღმოჩნდნენ პოლიციელები. პაკელიანი გაიქცა, გაირბინა 150-200 მეტი, ფეხი წამოკრა რაღაც ნივთს და წაიქცა. ვადასტურებ, რომ მან დაიზიანა იდაყვი და მუხლი, თუმცა პოლიციელების ჩვენებით, რომლებიც იქ იმყოფებდნენ დასტურდება რომ, როცა ისინი პაკელიანთან მივიდნენ, შარვალი დახეული არ ჰქონდა და სახეზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა. პოლიციელებისვე ჩვენებაში წერია, რომ პაკელიანმა გაქცევისას მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო ნივთიერება და გადაყლაპა, თუმცა მთლიანად მისი გადაყლაპვა ვერ მოასწრო და ნაწილი დაიტოვა ჯიბეში“, - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე ინფორმაციით, დაკავებისას ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან სამართალდარღვევებს.
თოდუას თქმით, მან უკვე მიმართა პროკურატურას რამდენიმე კანონდარღვევათა დაკავშირებით, მათ შორის, ჩხრეკა-დაკავების ოქმის რამდენიმე საათით დაგვიანებით მიღებაზე, ასევე ჩხრეკისას ჩადენილ უკანონობაზე და ექსპერტიზის ჩატარებაზე დაზიანებებთან დაკავშირებით. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მას ამ ყველაფერზე ჯერ პროკურატურისგან პასუხი არ მიუღია.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


