პოლიტიკა
არ გამოვრიცხავ, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ეთანამშრომლათ იმათთან, ვისაც სანდრას გამარჯვება არ უნდოდა - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ოქტომბრის არჩევნებში სანდრა რულოვსის დამარცხება გამოწვეული ყოფილიყო იმით,რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ზუგდიდში იმ ხალხთან ეთანამშრომლათ, ვისაც რულოვსის გამარჯვება არ სურდათ.
ამის შესახებ სააკაშვილმა რუსთავი2-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„სტატისტიკურად შეუძლებელია, რომ ნაციონალურ მოძრაობას მაჟორიტარული არჩევნები წაეგო. უცხოელებსაც როდესაც ელაპარაკები, პირველი რაც მოსდით თავში, რომ ეს არის შეუძლებელი. ყველამ იცის, რომ სანდრას არჩევნები არ წაუგია. თუნდაც ეს ერთი მაგალითი რომ ავიღოთ. მაგრამ სანდრას წააგებინეს არჩევნები, მათ შორის სამწუხაროდ, ჩვენი წარმომადგენლების სისუსტის და არა მხოლოდ სისუსტის პირობებში. როგორ შეიძლებოდა სანდრა წასულიყო და საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში ვიდეოკამერები არ მუშაობდა. ერთი ვიდეო კადრი არ არსებობს უბნების დარბევის. ეს 2003 წელსაც იყო შეუძლებელი. მაშინ არ იყო აიფონები, მარტო ჰქონდათ დიდი ვიდეოკამერები და 2003 წელს გვქონდა ყველაფრის კადრები. დღეს კი, როდესც ამდენი საშუალებაა არა. ეს ნიშნავს, რომ იქ ადგილზე ლიდერებმა არა მხოლოდ გამოიჩინოს წარმოუდგენელი სისუსტე, არამედ არ გამოვრიცხავ, რომ პირდაპირ ეთანამშრომლნენ იმ ხალხს, ვისაც არ უნდოდა სანდრას გამარჯვება“,-განაცხადა სააკაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


