უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 ივლისი, 2017 17:25
font-size

არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი მანქანის აფეთქების საქმეში მთავარი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ლიკვიდირებულია - გივი თარგამაძე

არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი მანქანის აფეთქების საქმეში მთავარი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ლიკვიდირებულია, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ მისი კუთვნილი ავტომანქანის აფეთქების საქმეზე საუბრისას.

როგორც თარგამაძემ აღნიშნა, მისთვის ცნობილია უშუალოდ ტერაქტის განმახორციელებელი ყველა პირი, ასევე ცნობილია მასთან დაკავშირებული პირები.

„ვაპირებ გავაგრძელო ჩემი საკუთარი გამოძიება. საკმაოდ შორს ვარ წასული. პრაქტიკულად, ჩემთვის ცნობილია უშუალოდ ტერაქტის განმახორციელებელი ყველა პირი, ასევე ცნობილია მასთან დაკავშირებული პირები. ისინი გამოკვეთილია გამოძიებაშიც, მაგრამ მათ მიმართ არ ტარდება არც ოპერატიული და არც პროცესუალური მოქმედებები. ჩემთვის ასევე ცნობილია დაკვეთის მიმართულება, ეს არის როგორც რუსული ასევე ქართული სპეცსამსახურები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ასევე ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი. დასაზუსტებელი დამრჩა ის დამკვეთები, რომლებმაც ჩემი პერსონიფიცირება მოახდინეს, როგორც ტერორისტული აქტის ობიექტის და მოსაძიებელი მაქვს დამატებით მტკიცებულებები, რომლებიც ჩემი გამოძიების შედეგებს გაამაგრებს. ამას მე გავაკეთებ და მაშინ, როდესაც სასამართლო იქნება იმ კონდიციაში, რომ ასეთი საქმეები განიხილოს, განიხილავს კიდეც“, - განაცხადა თარგამაძემ.

ამასთან, ,,ევროპული საქართველოს’’ წევრი არ გამორიცხავს, რომ ხეჩუაშვილი შესაძლოა, ლიკვიდირებული იყოს.

თარგამაძე ხეჩუაშვილის ადვოკატს მიმართავს, რომ თუ ხეჩუაშვილი მოსკოვში სამუშაოდ იმყოფება, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს.

„ხეჩუაშვილი აბრამიშვილისგან განსხვავებით, რომელიც მოსკოვში ჩანს ჩემზე განხორციელებული ტერაქტის საქმესთან დაკავშირებულ ადამიანებთან ერთად, ხეჩუაშვილი აფეთქების შემდეგ საერთოდ არსად არ გამოჩენილა. ჩემი მცდელობები, მისი გადაადგილების შესახებ რაიმე ინფორმაციის მოძიებაზე უშედეგოა. აქედან გამომდინარე, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხეჩუაშვილი საერთოდ ლიკვიდირებული იყოს. თუ ადვოკატი კონკრეტულად იძახის, რომ ხეჩუაშვილი მოსკოვში მუშაობს, კარგი იქნება თუ ამის ცნობასაც წარმოადგენს“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი