პოლიტიკა
არ არსებობს ინდულგენცია იმისთვის, რომ გადასახადი არ გადაიხადო - პრემიერი ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ომეგა ჯგუფისა“ და „იბერია ტვ“-ის მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის ბოლო სკანდალურ ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა, რომ ბიზნესმენმა მის ხელთ არსებული მტკიცებულებები გამოძიებას უნდა წარუდგინოს.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ვინმეს დაზარალებაზე, ამ შემთხვევაში თუ ადამიანს რამე ფაქტები აქვს და მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ოქუაშვილს, მან ეს ერთ პაკეტად უნდა შეკრას და თავისი იურისტის ან ადვოკატის მეშვეობით წარუდგინოს საგამოძიებო ორგანოებს“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის მტკიცებით, ოქუაშვილი სიტუაციის გამწვავებას ცდილობს და სწორედ ამიტომ არ მიაქვს მასალები საგამოძიებო უწყებაში. პრემიერის თქმით, ბიზნესმენი თავს ვერ აარიდებს იმ გადასახადებს, რომელიც მის კომპანიას აქვს დაგროვილი.
„როდესაც ამას აქვს პროცესის შექმნის იმიტაცია, აქ, რა თქმა უნდა, ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, მე მიჩნდება და საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილსაც უჩნდება დარწმუნებული ვარ. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავყოთ ის საკითხი, რომლის გაყოფაც არ სურს, როგორც ჩანს ბატონ ოქუაშვილს, ეს არის საქმე, რომელიც ეხება გადასახადების გადახდას და ყველა სხვა ეპიზოდი. არ არსებობს ინდულგენცია იმისთვის, რომ გადასახადი არ გადაიხადო“, - განაცხადა ბახტაძემ.
გუშინ ბიზნესმენმა გადაცემას „კვირის აქცენტები“ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ისაუბრა მასზე განხორციელებულ რეკეტზე. ოქუაშვილის მტკიცებით, ზეწოლის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. გარდა ამისა, მან ჩამოთვალა ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნები, რომლებიც ივანიშვილის დავალებით ბიზნესზე ზეწოლას ახდენენ. მათ შორის არიან გიორგი გახარია და ოთარ ფარცხალაძე. ოქუაშვილის ნაამბობიდან ირკვევა, რომ ე.წ. „ატკატის“ სახით ივანიშვილი 4 მილიონის გადახდას ითხოვდა და ამ თანხის გადაცემა არაკანონიერი გზით თიბისი ბანკის მეშვეობით მოხდა.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


