პოლიტიკა
არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩვენ რაიმე სახის კავშირი გვაქვს რუსეთის მთავრობასთან - მიხეილ ყაველაშვილი
არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩვენ რაიმე სახის კავშირი გვაქვს რუსეთის მთავრობასთან, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში.
პრეზიდენტის თქმით, მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ დადგება დრო, როდესაც საქართველოს მოსახლეობა დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე მყოფ ძმებთან და დებთან ერთად იცხოვრებს გაერთიანებულ სახელმწიფოში.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც დროებით დაკარგულად მივიჩნევთ, იმ ადამიანებზე, რომლებიც ჯერ კიდევ იქ ცხოვრობენ. ჩვენ მათ ჩვენს ძმებად და დებად მივიჩნევთ. როგორც გაეროს ასამბლეაზეც აღვნიშნე, მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ გაერთიანებულ სახელმწიფოში. ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებას და ვიზრუნებთ ერთმანეთზე ისე, როგორც ადრე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ეტყოდა კრიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ მთავრობა ძალიან ახლოსაა მოსკოვთან თავისი პოლიტიკით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკა მის ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება.
„მთელი მსოფლიოა მოტივირებული, რომ შეაჩეროს რუსეთი. როგორ ფიქრობთ, როგორ შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, თუ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა იქნება აგრესიული? არსებობს თუ არა სხვა გზა ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად? ჩვენ არ ვართ ნატოს წევრი, ნატომ უარი თქვა ამაზე. ჩვენ არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვართ. თუ კარგად დააკვირდებით, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ეფუძნება პრაგმატულ, დაბალანსებულ და რეალისტურ მოდელებს. იყო დრო, როდესაც ჩვენ მხარდაჭერის გარეშე დავრჩით და ჩვენი პოლიტიკა ამ სამწუხარო გამოცდილებიდან გამომდინარეობს. ჩვენი პოლიტიკა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


