პოლიტიკა
არ არის გამორიცხული, რომ ამ განხეთქილებამ საფუძველი დაუდოს `ქართული ოცნების` ამ მონოლითურობის დაშლას - რომან გოცირიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის , რომან გოცირიძის განცხადებით, დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ გამოწვეულია სწორედ უვადო მოსამართლეთა სიით, რაც მმართველი გუნდის დაშლის საფუძველი შეიძლება გახდეს.
„როგორი ლეგენდაც არ უნდა შეთხზან, რომელიც იქნება უფრო ლამაზი და უფრო მომგებიანი ამა თუ იმ მხარისათვის, ერთს ვერავინ ვერ აუვლის გვერდს, ეს არის მოსამართლეების საკითხი. ამ მოსამართლეების მხარდამჭერები ფაქტობრივად ასრულებენ ივანიშვილისა და ხელისუფლების დავალებას, რომ სასამართლო კორპუსი კვლავ იყოს მორჩილებაში და იგი ემსახუროს ერთ პარტიას, ერთ ადამიანს. ეს განხეთქილება რეალურად ნიშნავს "ქართული ოცნების" ძალიან სერიოზულ პრობლემას და არ არის გამორიცხული, რომ მან საფუძველი დაუდოს "ქართული ოცნების" ამ მონოლითურობის დაშლას“, - განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, გასულ კვირას ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ ამის მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ, რაც პარლამენტის თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ არალოგიკური უწოდა.
ამის გამო მმართველი გუნდი ორ ბანაკად - ბესელიას მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად გაიყო. ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


