უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 მარტი, 2025 09:57
font-size

აქციების პირველი ორი დღის განმავლობაში იყო რამდენიმე მძიმე ინციდენტი, თუმცა მუდმივად იყო ინსტრუქციები იმაზე, რომ მაქსიმალურად გამოგვერიცხა ეს ყველაფერი და დღეს შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ არც ერთ ადამიანს არ მიდგომია ისეთი დაზიანება, რომელსაც მის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი შეიძლებოდა დაეტოვებინა - ირაკლი კობახიძე

იყო მძიმე ინციდენტები, შედეგის დადგომას რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია მტკიცებულებებსა და გამოძიებაზე, არც ერთ ადამიანს არ მიდგომია ისეთი დაზიანება, რომელსაც მის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი შეიძლებოდა დაეტოვებინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, მუდმივად იყო ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო გამორიცხული მძიმე ინციდენტები.

„ჩვენთვის რა არის მთავარი - როცა ჩვენ ვიხილეთ ის უპრეცედენტო მასშტაბის ძალადობა, რითაც დაგვიპირისპირდა რადიკალური ოპოზიცია 28 ნოემბერს, რა თქმა უნდა, ძალიან შეგვეშინდა, არ დამდგარიყო რაიმე რთული შედეგი. პირველ რიგში, ამაზე ვიყავით ორიენტირებულნი. დღეს შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ არც ერთ ადამიანს არ მიდგომია ისეთი დაზიანება, რომელსაც მის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი შეიძლებოდა დაეტოვებინა. რა თქმა უნდა, მძიმე ინციდენტები იყო. ადამიანური ამბავია, რომ ვიღაც მოქმედებს მკაცრად, მითითების შესაბამისად და ვიღაც არ მოქმედებს მითითების შესაბამისად, ზოგი მოქმედებს ჭარბი ემოციებით, ზოგი იმის გამო, რომ არასათანადო აღქმა აქვს საკუთარი ფუნქციის მნიშვნელობის და ა.შ. მაგრამ წარმოიდგინეთ, ამ მოქმედებებში გდდ-ს მხრიდან, პოლიციის მხრიდან ჩართული იყო ათასობით ადამიანი და ინციდენტი დაფიქსირდა რამდენიმე, მთელი ამ დღეების განმავლობაში. იმდენად მკაცრი ინსტრუქციები მიდიოდა გდდ-ზე და მთლიანად პოლიციაზე, რომ ამ მასშტაბური ძალადობის მიუხედავად, დედის გინების მიუხედავად და ა.შ. ხედავდით პირდაპირ ეთერში, თუ როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, იმდენად მკაცრი ინსტრუქციები მიდიოდა პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, უშუალოდ პოლიციის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ მხოლოდ და მხოლოდ იყო რამდენიმე მძიმე ინციდენტი. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ეს სწორი იყო, ან მძიმე არ იყო, მაგრამ იყო რამდენიმე ინციდენტი და ეს არის იმის შედეგი, რომ მუდმივად იყო ინსტრუქციები იმაზე, რომ მაქსიმალურად გამოგვერიცხა მძიმე ინციდენტები. პირველი ორი დღე იყო, თქვენ გახსოვთ ერთ-ერთ ჟურნალისტსა და ერთ-ერთ მონაწილეზე მძიმე ინციდენტები, შემდეგ როცა კიდევ დამატებით წავიდა ეს ინსტრუქციები, მე-3, მე-4 და მე-5 დღეს არც ერთი ასეთი ინციდენტი არ ყოფილა,“- აღნიშნა პრემიერმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი