სამართალი
აქციების დროს დაკავებული რვა პირის სასამართლო პროცესზე საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი დაიკითხა
ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი დემონსტრანტის პროცესზე საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი ლევან ბასილაძე დაიკითხა.
გამომძიებელმა მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა. როგორც ბასილაძემ განაცხადა, ტელეკომპანია „იმედის“ ვიდეო გადმოიწერა და დაათვალიერა, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, ბრალდებულები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი დესტაბილიზაციისა და არეულიბის გეგმაზე საუბრობენ.
„ვიდეოში კაძელაშვილი და კასრაძე რუსთაველზე აქციის დროს საუბრობდნენ კონკრეტულ დანაშაულებრივ გეგმაზე, კალაძისა და მისი ოჯახის წევრების ქონება როგორ დაეზიანებინათ, შპრიცით დაესხათ ბენზინი მის ქონებაზე, მეორე დღეს ცეცხლი წაეკიდებინათ. საუბრობდნენ, რომ მოეწყოთ დივერსია, 200 კაცი დახვედროდნენ და ჩაეხოცათ ისინი. ეს „იმედის“ ჩანაწერია. დავნიშნე ექსპერტიზები ჩანაწერზე. დასტურდებოდა, რომ ჩანაწერზე არსებული პიროვნებები კასრაძე და კაძელაშვილი იყვნენ.
კადრში ჩანს „ბილტმორის“ შენობა, აქციის მონაწილეებს აირწინაღები, ევროკავშირისა და საქართველოს დროშებები უკავიათ. აქედან ჩანს, რომ აქციებზეა ეს ვიდეო გადაღებული. ჩაცმულობიდან გამომდინარეც ჩანს, რა დროა. ზამთრის ტანსაცმელი აცვიათ. ვეფხია კასარძე და კაძელაშვილი აღნიშნავდნენ, რომ ახალ წლამდე უნდა ჩაედინათ მათ მიერ ძალადობრივი ქმედებები, მოესწროთ ახალ წლამდე“, – განაცხადა გამომძიებელმა.
ადვოკატებს შეკითხვები ჰქონდათ, რატომ არ დანიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა იმის დასადგენად, იყო თუ არა ეს ვიდეო დამონტაჟებული, ან რატომ არ დაადგინა დრო ვიდეოში დაფიქსირებული სხვა პირებისგან, თუ როდისაა ვიდეო გადაღებული. გამომძიებლის განცხადებით, ვარაუდობს, რომ ვიდეო 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდეა გადაღებული და ვიდეოს ვიზუალურად მონტაჟის კვალს ვერ ამჩნევს. მისი თქმით, ექსპერტთან ამ შეკითხვის დასმა და გადაღების დროის დადგენა საჭიროდ არ მიიჩნია, რასაც ვეფხია კასრაძის მხრიდან ხმამაღალი რეპლიკები მოჰყვა.
„რატომ არ დანიშნეთ ექსპერტიზა, რატომ ვზივარ ციხეში, ხმაზე რატომ არ დანიშნეთ ექსპერტიზა“, – მიმართა კასრაძემ მოწმეს, რაზეც გამომძიებელმა ბრალდებულს მოუწოდა, რომ ხმისთვის დაეწია.
„მესმის თქვენი, ამიტომ მხოლოდ შენიშვნით შემოვიფარგლები“, – გააფრთხილა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ვეფხია კასრაძე.
გამომძიებლის თქმით, მხოლოდ ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა დანიშნა იმის დასადგენად, რომ ნამდვილად ბრალდებულები იყვნენ. ადვოკატებს ასევე აინტერესებდათ, რატომ არ მოიძია გამომძიებელმა ვიდეოს ორიგინალი ვერსია, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ ორიგინალი პირობითი და შეფასებითი ცნებაა.
პროკურორის განცხადებით, ვიდეოში საეჭვო არაფერი იყო და ის საგამოძიებო მოქმედებები, რაზეც ადვოკატები საუბრობდნენ, ამიტომ არ ჩატარდა.
გამომძიებელმა ლევან ბასილაძემ ისაუბრა ბრალდებულ თორნიკე გოშაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზეც. გოშაძეს შეკითხვები ჰქონდა, რატომ მოატყუა, რომ „ჯივიპის“ თანამშრომელი იყო, ადვოკატზე უარი რატომ უთხრა და რატომ აუკრძალა ვიდეოს გადაღება. გოშაძემ მოწმეს ასევე ჰკითხა, როგორც პოლიციაში გადაყვანის დროს, ახლაც ხომ არ აქვს ფიზიკური ანგარიშსწორების სურვილი, რაც მოწმემ უარყო. მან აღნიშნა, რომ მსგავსს ადგილი არ ჰქონია და დაკავებისას გოშაძის უფლებები არ დარღვეულა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


