სამართალი
აქციების დროს დაკავებული 8 პატიმრის პროცესი: პროკურატურის მოწმეებმა არ იციან, ვინ დააზიანა ავტომობილები და სანაგვე ურნები
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 2 მოწმე დაიკითხა.
ერთ-ერთი მოწმე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, რომელიც აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დროს შსს-ს ბალანსზე არსებული ორი შკოდის ტიპის ავტომობილი დაზიანდა და უწყებას დაახლოებით 15 000 ლარის ზარალი მიადგა. ხოლო მეორე მოწმე თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. მისი თქმით, აქციების მიმდინარეობისას სანაგვე ურნების დაწვის გამო, სამსახურს ზარალი მიადგა.
ვერცერთი მოწმე ბრალდებულებს ხელს ვერ ადებს და ამბობენ, რომ მათ არ იციან ვინ დააზიანა ავტომობილები და სანაგვე ურნები.
ადვოკატების განცხადებით, ბრალდების მხარე არ აქვს რაიმე სახის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფაქტი ან მტკიცებულება.
სინდისის 8 პატიმრის დღევანდელ პროცესზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს.
პროცესზე ერთ-ერთმა პატიმარმა, ვასილ კაძელაშვილმა შვილს დაბადების დღე მიულოცა.
[ფოტოს სოციალურ ქსელში "ქვეყნის სამსახურში" ავრცელებს]
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


