სამართალი
აქციაზე დაკავებული აქტივისტები, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე მოსამართლე ბარბაქაძემ პატიმრობაში დატოვა
აქციაზე დაკავებული აქტივისტები, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე მოსამართლე ბარბაქაძემ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლი გადაწუვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა- “ცირკი,“ “მონებო“, “უსამართლო სასამართლო“, “ბოლომდე“,- ისმოდა შეძახილები.
არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.
ასევე დღეს გაირკვა, რომ დაკავებულებიდან ერთ- ერთი - შერვაშიძე საჯარო მოხელეა, ის შემოსავლების სამსახურის მთავარი აუდიტორია.
თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს გამოძიება ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერზე, ყოფილ ფეხბურთზელზე, ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება.
საქმე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს ეხება. როგორც აქტივისტები ყვებიან, ბექა გოცირიძე მომიტინგეებთან შევარდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა, რის შემდეგაც მას ჯიბიდან დანა გადმოუვარდა. მაშინ პოლიციამ გოცირიძე მხოლოდ ტერიტორიას განარიდა.
აღსანიშნავია, რუსთველზე მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ბექა გოცირიძემ "ტიკ ტოკის" აუდიტორიას უთხრა, რომ ჩხუბში მოყვა, მაგრამ ევროპული მომავლის მცველებმა მისი ცემაც კი ვერ მოახერხეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


