პოლიტიკა
აქტივისტები ანხორციელებდნენ მხარდამჭერების მობილიზებას და ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების მიმდინარეობის დროს ,,ქართული ოცნების’’ აქტივისტების მიერ მხარდამჭერების მობილიზებით კანონი არ დარღვეულა, რადგან მისი შეფასებით, ეს ყველა ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა.
,,აქტივისტები ანხორციელებდნენ მხარდამჭერების მობილიზებას და ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, როგორც საქართველოში, ისე ნებისმიერ ქვეყანაში. მთავარია, რომ ამ დროს არ იყოს გამოყენებული არასამართლებრივი ფორმები. მკაცრად იყვნენ გაფრთხილებულნი აქტივისტები, რომ მათ ბოროტად არ უნდა გამოეყენებინათ თავიანთი სადამკვირვებლო უფლებამოსილებები, მათ შორის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეხდინათ ისეთი ინფორმაციის აღნუსხვა, როგორიც არის მაგალითად პირადი ნომრები და ა. შ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. ხდებოდა ამომრჩევლების მობილიზება აქტივისტების მიერ", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც საარჩევნო უბნის გარკვეულ რადიუსში აქტივისტების ყოფნას აკრძალავს.
"თავის დროზე “საარჩევნო კოდექსში” იყო რეგულაცია, რომლის თანახმადაც, იყო განსაზღვრული რადიუსი საარჩევნო უბნის გარშემო, სადაც არ შეეძლოთ დგომა ადამიანებს. ეს რეგულაცია გაუქმდა 2010 წელს. თუ არის საჭირო ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში, ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. მე პირადად არ მომწონს ის პრაქტიკა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოში ათწლეულების მანძილზე, თუმცა აქ არის პარტიების ინტერესი, რომ პრაქტიკა არ შეიცვალოს. ყველასთან ერთად ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და საბოლოოდ მივიღოთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, როგორი რეგულაციებით ჩატარდება უკეთესი არჩევნები",- განაცხადა კობახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


