უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

2 მაისი, 2017 15:30
font-size

აქიმიძე და დვალი მთავარი პროკურორისგან პასუხს მოითხოვენ

მაქსიმალური 14-დღიანი ვადის გასვლის მიუხედავად, პროკურატურას ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის განცხადებაზე რეაგირება დღემდე არ მოუხდენია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აქიმიძე და დვალი ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების მიერ პირველი ოფიციალური განცხადება პროკურატურაში 2017 წლის 6 აპრილს გაიგზავნა. დადგენილ ვადებში კი, პროკურატურისგან პასუხის მიუღებლობა არის უპრეცედენტო ფაქტი.

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა 29 აპრილს ხელმეორედ მიმართეს პროკურატურას. აქიმიძე და დვალი ახლა უკვე საქართველოს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს სთხოვენ პასუხს:

„იძულებული ვართ, მოგმართოთ თხოვნით, რათა უზრუნველყოთ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების ჩვენთვის გადმოცემა; ასევე გთხოვთ, დაავალოთ საქმის მწარმოებელ გამომძიებელს წერილობით გვაცნობოს, თუ რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება ჩვენ მიმართ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეზე",-ნათქვამია აქიმიძისა და დვალის განცხადებაში.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებისათვის წილების იძულებით წართმევის ფაქტზე გამოძიება 2012 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი