პოლიტიკა
აქედან ფეხს არ გავადგამთ არსად - მერია შვილმოკლული მამებისგან 7 დეკემბრამდე თბილისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას ითხოვს
შვილმოკლულ მამებს, ზაზა სარალიძესა და მახლაზ მაჩალიკაშვილს ხელისუფლება მოუწოდებს, 7 დეკემბრამდე დატოვონ თბილისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა, მერიიდან გაფრთხილება მიიღეს, რომ იწყება საახალწლო სამზადისი, რის გამო მათ რუსთაველის გამზირზე პროტესტის უფლება არ ექნებათ.
ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, ისინი პროტესტის შეწყვეტასა და მერიის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებენ.
„როგორცხ ცნობილია, 2018 წლის 1 ნოემბერს ქალაქ თბილის მერიას მივმართე აქციისა და მანიფესტაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით, აგრეთვე კარვების განთავსებასთან დაკავშირებით. ეს ვადა მოვითხოვეთ 31 დეკემბრის ჩათვლით, რის პასუხადაც მივიღე წერილი მერიიდან, რომ 7 დეკემბრიდან უნდა შეცვალოთ ლოკაციის ადგილი, იქიდან გამომდინარე, რომ აქ აპირებენ ნაძვის ხის აღმართვას, წესისამებრ, ყოველ წელიწადს რაც ხდება. მოგვიწოდეს პირდაპირ, რომ დავტოვოთ ეს ტერიტორია.
ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით, ჩვენ გვაქვს ჩვენი მშვიდობიანი მოთხოვნა, რომ ჩვენი შვილების მკვლელები უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემული აუცილებლად.
ამ წერილით ხელისუფლება არა მარტო იმას გვეუბნება, რომ ხელს ვუშლით ვიღაცებს, ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით, არც იმ ბავშვებს, რომლებიც უნდა გაერთონ, იმიტომ რომ ყველა ქართველი შვილი არის ჩვენი შვილი, რომლის მომავლისთვის ჩვენ ვიბრძვით, თორემ ჩვენ ჩვენი დასაკარგი შვილები უკვე დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, ეს თხოვნაა არის თუ რაც არის, ვერ გავითვალისწინებთ. ჩვენ აქ ვდგავართ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ჩემი შვილი მიწაში წევს და პირდაპირ მეუბნება სახელმწიფო და ხელისუფლება, რომ არაფერს არ გავაკეთებთ თქვენს დასაკმაყოფილებლად. ეს გამოდის ასე ამ წერილით და არა მარტო, რომ ნაძვის ხე უნდა აღვმართოთ და ჩვენ ხელს ვუშლით. პირდაპირ გვითხრა დღეს ხელისუფლებამ, რომ სადაც გინდათ, იქ იყავით, ჩვენ არანაირი ნაბიჯს არ გადავდგამთ თქვენს მოთხოვნაზე. არ მისცემენ პასუხისგებაში ჩვენი შვილების მკვლელებს და საერთოდ არაფრის გამოძიებას არ აპირებენ, ეს წერია პირდაპირ ამ წერილში. ეს არის პირდაპირ კალაძის ხელმოწერით და კალაძის უწყებიდან გამოგზავნილი“,-განაცხადა სარალიძემ.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ეს წერილი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება თავის დანაშაულს არ აღიარებს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ უსასრულოდ თქვენ რომ იდგეთ პარლამენტის წინ თუ სხვაგან, ჩვენ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულს არ ვაღიარებ, იდექით, რამდენიც გინდათ. აი, ეს არის მათი სიტყვები დღეს ჩემსა და ზაზას მიმართ გამოგზავნილი. აქ ის ბავშვები, რომლებიც უნდა იყვნენ და უნდა იზეიმონ, სახელმწიფოსგან განსხვავებით, მე და ზაზა ვიცავთ იმ ბავშვებს. მაგაში ჩვენ დარწმუნებულები ვართ. ეს არის ის ხელისუფლება, რომლებიც ბავშვებს ხოცავს. ნაძვის დადგმა არის მორიგი ფულების გათეთრება, ამათ სხვა არაფერი არ აინტერესებთ, აქედან ფეხს არ გავადგამთ არსად,ვიქნებით, სანამ ყველა ჩვენ კითხვას არ გაეცემა პასუხი“,-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


