საზოგადოება
აქედან ან მკვდარს გაგვიტანენ ან აუცილებლად მივაღწევთ ჭეშმარიტებას - აქცია დღეს 19:00 საათზე განახლდება
შვილმოკლულმა მშობლებმა - ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ღამე პარლამენტის შენობასთან გაატარეს.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს 19:00 საათისთვის განახლდება.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ გუშინ უვადო შიმშილობა გამოაცხადა. სარალიძის განმარტებით, ამ რადიკალური ნაბიჯისკენ იმან უბიძგა, რომ მისი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები.
სარალიძე და მაჩალიკაშვილი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. მათ ხელისუფლებას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მუშაობის დასაწყებად 24-საათიანი ვადა მისცეს.
„არც ცნობს, როგორც ხედავთ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ დასკვნას და უწოდებენ პოლიტიკურად ანგაჟირებულს. თავად არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები, თავად არიან მკვლელების დამცველები და თავად არიან ამ საქმის გამყალბებლების დამცველები. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს ამ ხელისუფლებამ დაკავებული თანამდებობა. მანამ გავაგრძელებ შიმშილობას, მანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. აქედან ან მკვდარს გაგვიტანენ ან აუცილებლად მივაღწევთ ჭეშმარიტებას“,-განაცხადა სარალიძემ.
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


