პოლიტიკა
აქ ვიჯდები, სანამ არ გამოატარებენ ჩემი შვილის მკვლელს, მ.კ-ს - ზაზა სარალიძე შსს-ის ეზოში აქციას მართავს
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროტესტის ნიშნად შსს-ის ეზოში აქციას მართავს. მისი თქმით, ის იქ იქამდე დარჩება, სანამ თავისი შვილის მკვლელს არ დასჯიან.
სარალიძემ განაცხადა, რომ შსს-ის შენობაში კრიმინალური პოლიციის დირექტორს შეხვდა.
„კომისიის სხდომას ვუყურებდი, შევხედე, რომ კომისიის წევრები წინააღმდეგები არიან რეკომენდაციაზე კალანდიასთან დაკავშირებით. წამოვედი აქ, მაინტერესებდა, ესენი რას ფიქრობდნენ. იმავე აზრზე არიან ესენი, არ უნდათ ჩემი შვილის მკვლელების დაჭერა და არავის პასუხისმგებლობის დაყენება. ერთი თვეა უკვე გასული, რაც განაჩენი გამოვიდა და რაც შსს-მ ვითომ დაიბრუნა გამოძიებაში და არაფერიც არ გაუკეთებია ჯერ. კიდევ ამბობენ, რომ დრო უნდა, დრო უნდა, რისი დრო, რა დრო, 7 თვეა უკვე გასული. აქ ვიქნები, სანამ არ გამოატარებენ ჩემი შვილის მკვლელს, მ.კ-ს. საგამოძიებო კომისიის ყველა წევრის განცხადება არ მომისმენია. სიმართლე გითხრათ, იმდენად განვიცდი, პირდაპირ აქ წამოვედი“,– განაცხადა სარალიძემ.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია არ არის უფლებამოსილი, ვინმე დააკავოს, უფლებამოსილი არის შსს,თუმცა უწყება არავის არ აკავებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


