უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 აგვისტო, 2025 20:42
font-size

აქ მოქმედებს კრიმინალური ბანდის პრინციპი: გასვარე და იბატონე - დავით ზურაბიშვილი

სადღაც ამოვიკითხე, ამ გალუსტაშვილების და მათი მსგავსი მოსამართლეების დასანქცირებას რა ასეთი მნიშნელობა აქვსო და ამის თაობაზე მსურს მოგახსენოთ ორიოდ სიტყვა, - წერს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

„სინდისის პატიმართა მოსამართლეებს თუ დავაკვირდებით, ყველა ახალგაზრდაა და სულ ახლახან გამწესებული მოსამართლედ. მათ ბიოგრაფიასაც თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პრაქტიკულად ყველანი მოსამართლეობამდე სასამართლო აპარატის თანამშრომლები იყვნენ, მდივნები, კურიერები, თანაშემწეები და ა. შ. არცერთი პოლიტიკური საქმე არ აწერია გამოცდილ და სტაჟიან კადრს.

ეს არაა შემთხვევითი. ჯერ ერთი ამით ხელისუფლება თავს არიდებს არასასურველ პარალელს ნაცმოძრაობის მმართველობასთან, რადგან მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანში ვინც კი გამოცდილი მოსამართლეა, ყველა ადეიშვილის ეპოქაშია დანიშნული და დაწინაურებული.

გარდა ამისა (და ვფიქრობ მთავარი სწორედ ესაა), აქ მოქმედებს კრიმინალური ბანდის პრინციპი: გასვარე და იბატონე. კერძოდ, ყველამ იცის, რომ აქციების მონაწილეთა პატიმრობა არის ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის ბრძანება. შესაბამისად, იმის ილუზია არავის არა აქვს, რომ მოსამართლემ რეალურად უნდა გაარჩიოს საქმე, აწონ-დაწონოს მტკიცებულებები და ისე გამოიტანოს განაჩენი. ყველაფერი წინასწარაა ცნობილი და თუ რამე სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს სასამართლო დარბაზში კი არ მოხდება, არამედ ქართული ოცნების შტაბში ან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში.

ახალგაზრდა მოსამართლემ ცხადია ეს ყველაფერი იცის. ყოველი მათგანი შერჩეულია პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით, სელექცია აქ მკაცრია და ისეთ ახალგაზრდას, ვის ლოიალობაშიც არ არიან ბოლომდე დარწმუნებულები, პოლიტიკურ საქმეებთან ცხადია არავინ მიუშვებს. სამაგიეროდ თუ აქ თავს გამოიჩენს, სასამართლო კლანიც, პოლიტიკური ხელმძღვანელობაც და თვით ბატონი ბიძინაც კი დაუფასებენ სამსახურს. შესაბამისად ახალგაზრდა ქოცი, რომელიც აქამდე მხოლოდ საბუთები მიტან-მოტანით და რომელიმე კლანის ბოსისთვის ყავის მოდუღებით იყო დაკავებული, უცებ ხდება მთელი მმართველი ძალის განსახიერება, რაც მის თვითშეფასებას ამაღლებს და ენთუზიაზმს სძენს. და თუ მაინც გული ეთანაღრებასავით ვინმეს ნამეტნავად მყვირალა უსამართლობის გამო, მათ ეუბნებიან: თქვენ გააკეთეთ თქვენი საქმე და მერე ყაველაშვილი შეიწყალებს ვისაც საჭიროა, იმასო.

ასე მუშაობს ეს სისტემა. ამგვარი სელექციით მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი ფართოვდება და ძლიერდება, რამდენადაც ეს ახალგაზრდები პოლიტიკური პროცესების გაძღოლით და უსამართლო განაჩენებით უკან დასახევ გზას ფაქტობრივად იჭრიან და ავსებენ კლანის რიგებს. თუმცა, აქ არის ერთი უსიამოვნო მომენტი, კერძოდ სანქციები. ევროკავშირის და ამერიკის სანქციებისგან ახალგაზრდა მოსამართლეებს ვერც მურუსიძე დაიცავს, ვერც კობახიძე და ვერც ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ამ მოსამართლეების დასანქცირებას. მათ უნდა იცოდნენ, რომ სინდისის ჩანაცვლებას ხელისუფლებისადმი ერთგულებით, თავისი ფასი აქვს მაშინაც კი, როცა ჯერ კიდევ ეს ხელისუფლებაა და რაც უფრო დიდი იქნება ეს ფასი, მით უკეთესი ზოგადად საქართველოს სასამართლო სისტემის მომავლისთვის,“ - წერს დავით ზურაბიშვილი.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი