პოლიტიკა
ანტისარაკეტო სისტემის შეძენის საკითხზე ლევან იზორია საფრანგეთში მოლაპარაკებებს გამართავს
თავდაცვის მინისტრ, ლევან იზორიას განცხადებით, ანტისარაკეტო სისტემის შეძენა მისი უწყებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული საკითხის შესახებ იზორიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც ყოველწლიური ანგარიშით წარდგა.
„70% ჩვენს მიერ განსაზღვრული გეგმები შესრულებულია. დაგვრჩა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება - აღჭურვილობა. მოდერნიზაციის ხუთი მიმართულება განვსაზღვრეთ და ყველაზე ცენტრალური იქნება ანტისარაკეტო სისტემის შექმნა, იმიტომ რომ ვერც ერთ დანაყოფს ვერ ექნება შანსი გაუმკლავდეს მტერს, თუ ის არ იქნა დაცული ამ ანტისარაკეტო სისტემით.
ბევრჯერ მსმენია კრიტიკა, თითქოსდა ფლოტზე და ავიაციაზე უარს ვამბობთ. არაფერზე უარს არ ვამბობთ, ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი შეგვეძლოს, უბრალოდ პრიორიტეტებს განვსაზღვრავთ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებიდან და სამხედრო სტრატეგიიდან გამომდინარე და ვამბობთ - სჯობს არსებული ფინანსური შესაძლებლობები მივმართოთ იმისკენ, რაც ჩვენს თავდაცვას ყველაზე მეტად უზრუნველყოფს. რუსეთის ომმა სწორედ ეს გვაჩვენა, რომ შეიძლება გყავდეს რამდენიმე ბომბდამშენი, მაგრამ თუ მათი დაცულობის ხარისხი ნულის ტოლია, შეიძლება ერთმა რაკეტამ მწყობრიდან გამოიყვანოს ათეულობით ბომბდამშენი“, - განაცხადა ლევან იზორიამ და აქვე აღნიშნა, რომ 17-18 აპრილს ეწვევა ვიზიტით საფრანგეთს, სადაც თავის კოლეგასთან ანტისარაკეტო სისტემის შეძენის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის გეგმაზე მოლაპარაკებებს გამართავს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


