პოლიტიკა
ანტიკრიზისული ბიუჯეტი უთავოდაა დაგეგმილი - რომან გოცირიძე
“ანტიკრიზისული ბიუჯეტი უთავოდაა დაგეგმილი და მასში არაფერი შემცირებულა, გარდა იმ ხარჯებისა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამო ვერ განხორციელდა, “ - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ფრაქციის სხდომაზე განაცხადა.
„2012 წელს, როდესაც ხელისუფლება გადავაბარეთ, ვალი იყო 9 მილიარდი ლარი. ეს ვალი დაგროვებული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული 2012 წლამდე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვალი აიყვანა 28 მილიარდამდე და 8 მილიარდი ლარის ოდენობის ვალი აიღო მხოლოდ წელს. გასაგებია, საგარეო დახმარებების მიღების აუცილებლობის წინაშე იდგა ქვეყანა, მაგრამ რატომ აიღეთ საშინაო ვალი, რატომ გაიზარდა წელს ქვეყანაში საშინაო ვალი, მაშინ, როდესაც შესაძლებლი იყო უამრავი უვარგისი ხარჯის შეკვეცა ბიუჯეტში.
რეალურად ბიუჯეტში არაფერი შემცირდა, გარდა იმ ხარჯებისა, რომელიც ვერ განხორციელდა საგანგებო მდგომარეობის გამო. მარტო ივანიშვილის საკონცერტო დარბაზის სუბსიდირება წელიწადში 8 მილიონი ლარი ჯდება. ჩვენი ჯიბიდან უნდა შევინახოთ ივანიშვილის მიერ აშენებული ის ობიექტი, რომელიც სიამაყით ამბობს, რომ მთავრობას აჩუქა. ჰქონოდა თავის საკუთრებაში, გამოეყენებინა, ემართა კონცერტები და თვითონ დაეფინანსებინა და მოგება ენახა, ან გაექირავებინა. რომ ამბობთ, რომ 560 მლნ ლარი ეკონომია გავაკეთეთ, არანაირი ეკონომია არ არის, ვერ დავხარჯეთ იმიტომ, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო ჩაკეტილი ქვეყნის პირობებში. ეს ბიუჯეტი არ შეესაბამება ხალხის მოთხოვნებს“,- განაცხადა გოცირიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


