პოლიტიკა
ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავა
ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის საკრებულოს, ფრაქცია ეროვნული ფორუმის წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავა. ჯერჯერობით სუსი არ აკონკრეტებს დაკავების მიზეზს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
ფრაქცია ეროვნული ფორუმის თავმჯდომარის, ავთო დავითაძის განცხადებით, ზურაბ ნეფარიძის დაკავების შესახებ მან ახლობლებისგან შეიტყო. როგორც მან „ქრონიკას“ უთხრა, ნეფარიძე ერთი წელია, პარტია ეროვნული ფორუმიდან გარიცხულია, თუმცა ფრაქციაში ის დატოვეს.
„მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, გავიგე ახლობლებისგან, გადმომირეკეს. რაზე დააკავეს, ქრთამის აღებასა თუ გამოძალვაზე, არ ვიცი.
ბოლო პერიოდში კონტაქტი არ მქონია. პარტიის წევრი იყო, მაგრამ ერთი წელია, პარტიიდან გარიცხულია, პარტიის წესდებასთან რაღაც შეუთავსებლობა ჰქონდა. ფრაქციაში, რა თქმა უნდა, იყო, მას ჰქონდა სურვილი, მთხოვა, დავეტოვებინე“, - განაცხადა დავითაძემ.
ზურაბ ნეფარიძე 2009 წელს ეროვნული ფორუმის წევრი და ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა, ხოლო 2014 წლიდან ის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


