პოლიტიკა
ანგელა მერკელისთვის შეშფოთების საგანია საქართევლოში სიღარიბე რეალურად რომ იზრდება - სალომე სამადაშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" წევრ, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი დაინტერესდა ოპოზიციის ხედვით, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად.
როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ოპოზიცია ამ ქვეყანაში.
"ვისაუბრეთ პოლიტიკურ დევნაზე, პოლიტიკურ პატიმრებზე, რომ რეალურად საქართველო ემსგავსება კიდევ ერთ ოლიგარქიულ ქვეყანას პოსტსაბჭოთა სივრცეში. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ პოლიტიკური სისტემის შეცვლის გარეშე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავალს ემუქრება საფრთხე. კანცლერი ძალიან დეტალურად დაინტერესდა ჩვენი შეხედულებებით - რაც შეეხება პოლიტიკური სივრცის თავისუფლებას, მასმედიის მდგომარეობას საქართველოში, იგი ასევე დაინტერესდა ჩვენი ხედვით ეკონომიკურ ვითარებასთან მიმართებაში. მისი შეშფოთების საგანია, რომ ქვეყანაში სიღარიბე რეალურად იზრდება და დაინტერესდა ჩვენი ხედვით თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს რეალობა შეიცვალოს უკეთესობისკენ",- განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.
"მას არანაირი ილუზია არ აქვს იმასთან დაკავშირებით თუ როგორია რუსეთის როლი რეგიონში. თუმცა, ჩვენი ხედვა არის, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში სწრაფი ინტეგრაცია იქნება ერთადერთი გზა სტაბილიზაციისთვის რეგიონში. ჩვენ რამდენადაც მივხვდით, გერმანული მხარე მსგავს ძლიერ გზავნილებს დღევანდელი ხელისუფლებისგან არ იღებს",- აღნიშნა სამადაშვილმა.
მისი თქმით, სანქციებთან დაკავშირებით კანცლერის პოზიცია არის, რომ სანქციების რეჟიმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია რუსეთთან მიმართებაში.
"მიუხედავად იმისა, რომ მასზე საკმაოდ დიდი ზეწოლა ხორციელდება ბიზნესწრეებიდან გერმანიაში, მისი პოლიტიკური ხედვა ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით არის რეალისტური",- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


