პოლიტიკა
ანგარიშვალდებული ვარ ამომრჩევლების, საქართველოს საზოგადოების წინაშე, დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია - მამუკა ბახტაძე
„ანგარიშვალდებული ვარ ამომრჩევლების, საქართველოს საზოგადოების წინაშე და ეს მკაფიოა. დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ დისკუსიისას Financial Time-ის მთავარი რედაქტორის კითხვას უპასუხა, თუ ვინ არის მისი ხელმძღვანელი და ვის წინაშეა ანგარიშვალდებული.
ბახტაძემ კონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ საქართველო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას.
„ვფიქრობ, საუკეთესო პასუხი ამ კითხვაზე იქნებოდა რეალური სტატისტიკა და ციფრები, ჩვენი განვითარება საერთაშორისო შეფასებებში. ჩვენი დემოკრატიის საუკეთესო ინტერესებში არ დგას, რომ ყოველთვის შევადაროთ, რა იყო 2012 წლამდე, რა არის ახლა, მაგრამ რეალურად დიდი პროგრესი სახეზეა. ჩვენ უნდა ვიყუროთ მომავალში და უნდა გავერთიანდეთ. გამოწვევების გადასალახად ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ – მთავრობა, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ჩვენი მეგობარი. არ გვაქვს ილუზიები, ვიცით, რომ უამრავი გამოწვევა დგას ჩვენ წინაშე, თუმცა გაერთიანების გარდა სხვა არჩევანი არ გვაქვს. სწორ გზაზე ვდგავართ. საქართველო გახდა ლიდერი ამ რეგიონში, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, გამოწვევები რჩება. უნდა შევამციროთ და აღმოვფხვრათ სიღარიბე. როდესაც ამ მიზანს მივაღწევთ, ჩვენი შანსები გაცილებით უფრო მაღალი იქნება, რადგან ჩვენი ეკონომიკა და პოლიტიკური ცხოვრება გახდება გაცილებით უფრო მდგრადი.
რუსეთი ყველაფერს ცდილობს და ეს ყველას უნდა ესმოდეს, თუმცა ისინი ვერ შეძლებენ და ვერ მიაღწევენ ვერაფერს საქართველოში კონკრეტული მიზეზების გამო – პოლიტიკური მიზეზების გამო არა, ღირებულებების გამო. ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიყოთ პროაქტიულები, უნდა ვიყოთ პროაქტიულები და ვართ კიდეც. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მიღწევები დემოკრატიის მშენებლობაში. გვჭირდება დიდი მიღწევები ეკონომიკურ განვითარებაში და შემდეგ ეს ორი ერთად გააძლიერებს საქართველოს და საქართველო გახდება ნატო-სა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა ბახტაძემ.
მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


