სამართალი
ანდრო ჭიჭინაძის საქმე აღკვეთის ნაწილში, სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
ანდრო ჭიჭინაძის საქმე სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება. დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს და სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვის უკვე ევროსასამართლოში იქნება. დაცვის მხარე კონვენციის ორი მუხლის დარღვევას დაობს:
"ანდრო ჭიჭინაძის საქმე აღკვეთის ნაწილში, გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც განხილული იქნება როგორც პირველ წარდგენაზე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის საკითხი, ასევე შემდგომში უკვე გადახედვის დროს, ანალოგიური გადაწყვეტილების საკითხი, როცა ანდრო ჭიჭინაძე სხვა ბრალდებულებთან ერთად დარჩა პატიმრობაში.
იქნება მეხუთე მუხლი გამოყენებული, რაც ითვალისწინებს უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის საკითხს. ასევე იქნება მე-18 მუხლი დაყენებული სასამართლოს წინაშე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და არსებობს სხვა პოლიტიკური მოტივაცია", - განაცხადა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა.
შეგახსენებთ, სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძე და კიდევ 10 პირი, 10 იანვარს წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


