პოლიტიკა
ანატოლი ბიბილოვის განცხადება არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისა და მთლიანად ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა - გიორგი კანდელაკი
„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის კომენტარი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის შესახებ ცინიკური და შეურაცხმყოფელი უწოდა.
„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის ეს განცხადება არის ცინიზმი და შეურაცხყოფა გარდაცვლილის ოჯახისა და მთლიანად ჩვენი ქვეყნის. იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი დანაშაულის პრევენცია მოხდეს, ჩვენი ამოცანა და მტკიცე პოზიციაა, სახელმწიფომ და ყველამ ერთად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები და შემოვიღოთ სანქციების პაკეტი იმ პირების მიმართ, ვინც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის საქმესთან. ეს არის ერთი რამ, რაც შეიძლება დავუპირისპიროთ და რაც იქნება შემკავებელი ფაქტორი“, - განაცხადა კანდელაკმა.
ბიბილოვმა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ცხედრის გადმოცემამდე უნდა ჩატარდეს ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დროს მოითხოვს.
„მშვენივრად ხვდებით, რომ ცხედრის გადმოცემისთვის საჭიროა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. ეს მიღებულია ევროპაშიც და ამერიკაშიც. მაგალითად, იმავე საქართველოში სასამართლო ექსპერტიზაზე მიდის მინიმუმ ერთი თვე. არავინ არ ამბობს, რომ ტატუნაშვილის ცხედარი არ უნდა იყოს გადაცემული, თუმცა ასეთი პოზიცია ასევე აქვს ჩვენს საზოგადოებას, რადგან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჩვენთან 150 ადამიანი მიიჩნევა, რომლის ბედზე მათმა ახლობლებმა არაფერი არ იციან. თუმცა ამისგან პოლიტიკას არ ვქმნით“, -თქვა ბიბილოვმა.
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალებმა 22 თებერვალს ახალგორის რაიონში საქართველოს სამი მოქალაქე : არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დააკავეს. მომდევნო დღეს ოსურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. ქართული მხარისა და უშუალოდ ტატუნაშვილის მოთხოვნის მიუხედავად, ცხედრის გადმოცემა ამ დრომდე არ მომხდარა.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


