სამართალი
ანატოლი ბერძენიშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი
ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატის, მაია სირაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დატოვების შემდეგ განუცხადა, უცნობია საქმის მასალები და არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა კონკრეტული მტკიცებულებები გააჩნია ბრალდების მხარეს.
„მას ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა, თუმცა არ აღიარებს. თვითონაც გაურკვევლობაშია, თუ რატომ დააკავეს, რადგან მას არანაირი კავშირი არ ჰქონია ამ საქმეში ბრალდებულ სხვა პირებთან და მისი საქმიანობაც დაკავშირებულია ქველმოქმედებასთან, ტაძრების მშენებლობასთან, რისი გადამოწმებაც შესაძლებელია. ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადმომცემია და არ ვიცი, კონკრეტულად რა მტკიცებულებები გააჩნია უსაფრთხოების სამსახურს“, - განაცხადა მაია სირაძემ.
ადვოკატი გამოეხმაურა ბერძენიშვილის სახაზინო ადვოკატის, ელდარ გვალიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულს ურთიერთობა ჰქონდა მაჩალიკაშვილებთან, ასევე, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ პირებთან. სირაძის განცხადებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


