უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 იანვარი, 2026 16:06
font-size

ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაიყვანეს, შეეზღუდა სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა - ადვოკატი

საპროტესტო აქციების ფარგლებში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაიყვანეს, ამასთან, შეეზღუდა სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი დარია სამოდუროვა ავრცელებს.

„2026 წლის 16 იანვარს ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან, ანასტასია ზინოვკინასთან N5-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას შევიტყვე, რომ 2026 წლის 15 იანვრის ბრძანებით, ანასტასია ზინოვკინას შეუცვალეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი და განუსაზღვრეს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. 2025 წლის 12 სექტემბრიდან ანასტასია მოთავსებული იყო ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

2026 წლის 15 იანვრის ბრძანების საფუძვლად, მითითებულია საიდუმლო სხდომის ოქმი. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია რა მიზეზით შეუცვალეს ანასტასია ზინოვკინას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი.

ანასტასია ზინოვკინასთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის შეცვლით, მას შეეზღუდა სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა. ამ წლის 15 იანვრამდე ანასტასიას ჰქონდა განუსაზღვრელი რაოდენობით სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, 15 იანვრის შემდეგ ანასტასია ისარგებლებს სატელეფონო ზარით თვეში 3-ჯერ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზინოვკინა მოთავსებულია სხვა პატიმრებისგან განცალკევებით, ანუ საკანში მარტოა და ყოველდღიურად ზარების განხორციელების შესაძლებლობით მას ადამიანებთან კომუნიკაცია შეეძლო, ამჯერად შეუზღუდეს ამდაგვარი სოციალიზაციაც. სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ანასტასიას მოთავსების ბრძანება გასაჩივრებულია სასამართლოში, რადგან პენიტენციურმა დეპარტამენტმა უარი გვითხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო 2026 წლის 15 იანვრის ბრძანებას გავასაჩივრებ უახლოეს პერიოდში“,- წერს ადვოკატი.

ცნობისთვის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულების საცხოვრებლის და პირადი ჩხრეკისას 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება – „ალფა პე ვე პე“ ამოიღეს. დაკავებული ცოლ-ქმარი, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული სასამართლომ დამნაშავედ 12 სექტემბერს ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მათ, 8,5-8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი