უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ივლისი, 2018 17:20
font-size

ანაკლიის პროექტის გადახედვა არ მიგულისხმია, უნდა გადავხედოთ საქართველოს, როგორც ლოჯისტიკური ჰაბისა და კორიდორის სტრატეგიას - გიორგი ქობულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით თავისი განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ მისი გადახედვა არ უგულისხმია. საპარლამენტო კომიტეტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ქობულიამ ახსნა, რომ გადასახედია არა პორტის პროექტი, არამედ საქართვერლოს, როგორც ლოჯისტიკური ჰაბისა და კორიდორის სტრატეგია.

„ანაკლიის პროექტის გადახედვა არ მიგულისხმია. მე ვიგულისხმე, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ საქართველოს, როგორც ლოჯისტიკური ჰაბისა და კორიდორის სტრატეგიას, საიდან მოდის ეს – საქართველოს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაა“, – განაცხადა ქობულიამ.

მისი თქმით, წლებია ამაზე საუბარი მიმდინარეობს და ქვეყანამ აღნიშნული გეოგრაფიული მდებარეობა გამოიყენოს და ტვირთების გადაზიდვები განავითაროს.

„ჯერჯერობით ეს ხდება, მაგრამ აქ ჩვენ დამატებით ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ. ამასთან დაკავშირებით, თვითონ ამ სტრატეგიას უნდა გადავხედოთ, თუ როგორ გვინდა, განვავითაროთ და ავითვისოთ პოტენციალი, რომელიც საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას აქვს. ეს კომპლექსური ამოცანაა, რომელიც გადახედილი იქნება – პორტები, რკინიგზა, ავტოტრანსპორტი და ამ კომპონენტების ურთიერთზემოქმედებისთვალსაზრისით“, - თქვა ქობულიამ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი