პოლიტიკა
ანაკლიის პორტს აქვს ძლიან მნიშვნელოვანი დატვირთვა - მამუკა ბახტაძე
საქართველოს სასიცოცხლოდ ესაჭიროება ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, აქედან გამოდინარე, ანაკლიის პორტს აქვს ძლიან მნიშვნელოვანი დატვირთვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.
„საქართველოს აქვს ისეთი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რომელიც ჩვენ გვაძლევს მნიშვნელოვან უპირატესობებს, მაგრამ ბუნებრივია, ამ უპირატესობებს სჭირდება გამოყენება. იზრდება გამოწვევები, იზრდება კონკურენციები დერეფნებს შორის. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩვენს ოპოზიციას, რომ საქართველოს სასიცოცხლოდ ესაჭიროება ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. აქედან გამოდინარე, ანაკლიის პორტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა. საქართველოს მთავრობას აქვს შესაბამისი ვალდებულებები აღებული. ამ ვალდებულებებს აუცილებლად შევასრულებთ და მაქსიმალურად მივეხმარებით კონსორციუმს, რომ მოხდეს ამ პროექტის დროული რეალიზაცია. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ლოგისტიკური ბიზნესი არის საკმოდ კომპლექსური, ცალკე კომპონენტების განვითარება არის მნიშვცნელოვანი, მაგრამ ის ჩვენ შედეგს ვერ მოგვცემს, თუ არ იქნა ეს საერთო სტრატეგიის ნაწილი. აქედან გამომდინარე, სხვა ლოგისტიკური სერვისების განვითარება იქნება ძლიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობისთვის. იცით, რომ ნაწილი ამ ინიციატივის უკვე წარმოდგენილია ქუთაისსა და თბილისში შესაბამისი ლოგისტიკური ცენტრების განვითარებისათვის. ამ ინიციატივებს აუცილებლად დაემატება სხვა იდეებიც“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


