სამართალი
ანა ნაცვლიშვილის მამა ეჭვიანობის ნიადაგზე მკვლელობას გამორიცხავს
თემქაზე, 21 წლის გოგოს მკვლელობის მოტივი გარდაცვლილის ოჯახის წევრებისთვის უცნობია. მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა ეჭვიანობის ნიადაგზე მკვლელობას გამორციხავს.
,,არაფერი ღალატი არ ყოფილა, ყელი გამოჭრეს ჩემს გოგოს...რა ეჭვიანობა...რომელ ეჭვიანობაზე ლაპარაკობთ,“- ამბობს მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა.
გოგონას მეზობლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ანა ნაცვლიშვილი შეყვარებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. არსებობს სხვა ვერსიაც, რომ შეყვარებულებს შორის კონფლიქტი ერთ-ერთ ქალს უკავშირდება, რომელიც 2 თვის წინ ავარიის დროს დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში ლადო გრიგალაშვილიც იმყოფებოდა.
შეგახსნებთ რომ, მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, შურისძიების მოტივით, ლადო გრიგალაშვილმა მეგობარს, 1997 წელს დაბადებულ ა. ნ-ს ცივი იარაღით სხეულის სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, განხრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დაკაავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


