პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებს, დაესწრება თუ არა გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას
მოქმედი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა ნაცვლიშვილს ჯერ არ დაუკონკრეტებია, დაესწრება თუ არა გიორგი მარგველაშვილ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას.
ნაცვლიშვილის განმარტებით, პროტოკოლის სამსახური მუშაობს გარკვეულ საკითხებზე, რომლის დასრულების შემდეგ ზუსტად გაირკვევა, ჩავა თუ არა გიორგი მარგველაშვილი თელავში.
„ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რაზეც უნდა დაშენდეს ძალაუფლებების ცივილიზებულად გადაბარების ტრადიცია და კულტურა. რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას, მან მოწვევა მიიღო.
პროტოკოლის სამსახური მუშაობს კონკრეტულ საკითხებზე და როცა ეს დეტალები გადაწყდება, ამის შემდეგ გახდება ცნობილი პრეზიდენტის დასწრებისა და კონკრეტული ფუნქციის შესახებ.
როგორც ხედავთ, პრეზიდენტი ისევე, როგორც გასული ხუთი წლის განმავლობაში, მოწოდებულია, იმოქმედოს არა პირადი გემოვნებით, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. პროტოკოლებს შორის მიმდინარე მუშაობა, იმედია, იქნება კონსტრუქციული და სასარგებლო გადაწყვეტილებამდე მივლენ.
იმედია, ორივე მხარე სასარგებლო ინფორმაციამდე მივა და ამის შემდეგ იქნება ცნობილი გადაწყვეტილება. პრეზიდენტის განწყობა მუდმივად იყო და ახლაც არის, რომ ისე მოიქცეს, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მაღალი პასუხისმგებლობა ავალდებულებს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე მიმდინარეობს მსჯელობა და მნიშვნელოვანია, რომ ამ დეტალებზე კონსტრუქციული შეთანხმება მოხდეს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


