სამართალი
ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
ნარკოდანაშაულში ბრალდებული, პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა კაჭარავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 15 000-ლარიანი გირაოთი შეცვლის თაობაზე.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ბრალდებულის მტკიცებით, ნარკოტიკი მას პოლიციამ ჩაუდო და დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


