სამართალი
ანა მარგველაშვილი მიხეილ თათარაშვილზე: ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ მისი უდანაშაულობა დავამტკიცოთ
თბილისის საქალაქო სასამართლოში პრეზიდენტის სიძის მეგობრის, მიხეილ თათარაშვილის პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარადგინეს. ბრალდების მტკიცებით, თათარიშვილს 18 აბი სუბოტექსი ამოუღეს, დაცვის მხარის განმარტებით, კი, თათარიშვილს ნარკოტიკები ჩაუდეს.
არსებითი განხილვის პირველ სასამართლო პროცესს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შვილი, ანა მარგველაშვილიც ესწრება, თუმცა მას დარბაზი დაატოვებინეს, ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხოს.
როგორც ანა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ თათარიშვილს 18 აბი სუბოტექსი ჩაუდეს და ის უდანაშაულოა.
"ვერაფრით ვერ დაამტკიცებენ მის ბრალდებას. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ მისი უდანაშაულობა დავამტკიცოთ", - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.
მიხეილ თათარიშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 15 მარტს დააკავეს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


